new_year

“7 წელია ახალი წლის ღამეს დასაძინებელ წამალს ვსვამ და ვიძინებ, ყველაზე რთული ღამეა ჩემთვის”

73

მაია ასათიანი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს გვიზიარებს.

მაია წერს, რომ უკვე 7 წელია ახალი წლის ღამეს იძინებს, წელს კი მას სურს, რომ 2025 წლის დადგომას რუსთაველზე აქციის მონაწილეებთან ერთად შეხვდეს.

„7 წელია ახალი წლის ღამეს დასაძინებელ წამალს ვსვამ და ვიძინებ, ყველაზე რთული ღამეა ჩემთვის, სიცოცხლის, ბავშვების, ზღაპრულობის დღესასწაულია. ჩემს სიკვდილში ყოფნასთან, თანხვედრაში რომ არ მოდის. არც ნაძვის ხე, არც გოზინაყი და სუფრა..წელს ძალებს ვეძებ რომ შევძლო, მინდა გამომივიდეს, მე, ბუბუ და დუდი რუსთაველზე მივდივართ! ბევრი ნუცა იდგება იქ, სიცოცხლის ძალას მომცემენ!“ – წერს მაია ასათიანი.