new_year

“ფაშიზმზე უარესია ქართველს რომ ეტყვი არ იმღეროო და ამ დროს თვითონ რუსთაველზე კიდეც მღერიან და კიდეც ცეკვავენ”

87

მომღერალი ზაზა მამალაძე საქართველოშიი განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება:

“ცხოვრებაში ვერ წარმომედგინა.რომ საქართველოში შეიძლებოდა ვინმე დაეშანტაჟებინათ არ იმღეროო.ცოტა ეჭვით ვუყურებდი ლიბერალურ ფაშიზმზე და ამდაგვარ საკითხებზე მთავრობის წევრების გამონათქვამებს.მაგრამ ახლა რასაც ვუყურებ ფაშიზმზე უარესია,ქართველს რომ ეტყვი არ იმღეროო და ამ დროს თვითონ რუსთაველზე კიდეც მღერიან და კიდეც ცეკვავენ.გადაგვარების ახალი გზა მოუფიქრებიათ თუ რა უბედურება ხდება???!!! – წერს ზაზა მამალაძე.