new_year

„გუშინ ბევრმა წამომაძახა, რა გაგიკეთებია ამ ქვეყნისთვისო“

27

„გუშინ ბევრმა წამომაძახა, რა გაგიკეთებია ამ ქვეყნისთვისო, არ ვიცი ალბათ არც არაფერი გამიკეთებია და ძალიან ვწუხვარ ამაზე, თუმცა იმაში დარწმუნებული ვარ, რომ არც არაფერი გამიფუჭებია“ – ამის შესახებ მომღერალი, გიორგი სუხიტაშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მთელი შეგნებული ცხოვრება ცდილობს საკუთარ ხალხს და სამშობლოს გამოადგეს:
„მთელი შეგნებული ცხოვრებაა როგორც შემიძლია ვცდილობ თავი არავის გადავამეტო, არავინ შევაწუხო, ზედმეტად არაფერი გამოვუყენო, ფეხებში არავის მოვედო, წესი და კანონი არ დავარღვიო, ვცდილობ გამოვადგე ჩემს სამშობლოს, კუთხეს და ხალხს. სამწუხაროდ ამ დრომდე ამდენი წვალების შემდეგ ვერაფერი შევძელი, ვერაფერი შევქმენი ვერაფერი გავაკეთე. ერთ-ერთ წინა პოსტში დავწერე რომ ძალიან ცუდი ადამიანი ვარ-თქო.ხო ახლაც ასე ვფიქრობ და ვისურვებდი ყველაზე ცუდი ადამიანი ვიყო ჩემს ქვეყანაში და ჩემი ქვეყნისთვის…“ – წერს სუხიტაშვილი.