new_year

“შარშან 28 დეკემბერს მორჩა ყველაფერი, დანარჩენი 9 თვე უკვე ტკივილი იყო… სიკვდილი გააიოლე ბერიკ“

85

ზურა ბერიკაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტებს აქვეყნებენ რეჟისორები სანდრო ელოშვილი და დიმიტრი ხვთსიაშვილი.

რეჟისორები აღნიშნავენ, რომ რეალურად შარშან, 28 დეკემბერს მორჩა ყველაფერი.

ერთი წელი გახდა, რაც ამქვეყნიური სამყაროდან იმქვეყნიურისკენ გადადგი ნაბიჯი და ზუსტად 9 თვე გვეცლებოდი ხელიდან. სიკვდილი გააიოლე ბერიკ, თუმცა რამხელა სიცარიელე დატოვე…“ – წერს დიმიტრი ხვთისიაშვილი.
„შარშან, 28 დეკემბერს მორჩა ყველაფერი… დანარჩენი 9 თვე უკვე ტკივილი იყო…“ – აღნიშნავს სანდრო ელოშვილი.

ცნობისთვის, მსახიობი ზურაბ ბერიკაშვილი 55 წლის ასაკში, 13 სექტემბერს გარდაიცვალა.