ქეთევან ხომერიკი სოციალურ ქსელში დავით დოიაშვილს მიმართავს.
”დოი!!! მეწყინა😔 დღეს ოზურგეთში, შენს უაზრო და არაფრის მომცემ პერფომანს, რომ ვერ დავესწარი. სამწუხაროდ საქართველოში არ ვარ და მხოლოდ მაგიტომ😢. დღეს საქართველომ და კერძოდ გურიამ, იხილა დავით დოიაშვილის დასის მორიგი იდიოტური პერფორმანსი, რომელსაც ტაში მხოლოდ აღტყინებულმა ნაცუშკა პროტესტანტებმა დაუკრეს, დანარჩენებმა კი აღიარეს, რომ სწორად იქცევიან, თეატრში რომ არ დადიან და დოიაშვილის ნაცოდვილარს არ უყურებენ. ისე, ის თეატრიც, რომელშიც „დოი“ მოღვაწეობს, სწორედ ივანიშვილის ფულით არის გარემონტებული და კარგია ხომ, ბატონო დავით, კომფორტულ კაბინეტში ჯდომა და „ნაცრის ქექვა?!“კითხვა მაქვს- გინახავთ, რამაზ ჩხიკვაძეს, ეროსი მანჯგალაძეს, სერგო ზაქარიაძეს, აკაკი ხორავას, აკაკი ვასაძეს, სესილია თაყაიშვილს, სოფიკო ჭიაურელსა და სხვებს ქუჩა-ქუჩა ევლოთ?…………………3350 – ეს, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი რიცხვია, მაგრამ, მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში კი, ეს რიცხვი ზუსტად ასახავს კულტურისა თუ სპორტის სფეროში მოღვაწე იმ ადამიანთა რაოდენობას, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში ყოველთვიურ ჯამაგირს უხდიდა. ეს ყველაფერი ათეული წლების განმავლობაში გრძელდებოდა, ახლაც გრძელდება და მაინც თითქოს ამ კაცს ვალდებულება ჰქონდა, რომ ეს მუხთაქორები ერჩინა. დიახ, მუხთაქორები, რადგან, როცა პრეტენზია გაქვს, რომ ხელოვანი ხარ, კეთილი ინებე და ისეთი იყავი, ხალხმა დაგაფასოს და შენი შემოქმედების ნახვაში ფულის გადახდა არ დაენანოს. დღეს კი ის თეატრები იფიცებიან, რომლებსაც, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, თავზე ჭერი არ ჰქონდათ, არ იყო წყალი, გათბობა, ელემენტარული პირობები და ივანიშვილი მილიონებს ხარჯავდა იმისთვის, რომ თეატრში მისვლა ცალკე დასს და ცალკე მაყურებელს გახარებოდა. ბატონებო და ქალბატონებო, მოღალატისგან, დიქტატორისგან, რუსეთუმესგან რაც თანხა გაქვთ მიღებული, დაიანგარიშეთ და ერთიანად დაუბრუნეთ, თუ ერთიანად ვერ მოახერხებთ, ნაწილ-ნაწილ, ყოველთვიურად, ზუსტად ისე, როგორც ამას თვითონ აკეთებდა და მერე დაგიჯერებთ, რომ ნამდვილი პატრიოტები ხართ. რა თქმა უნდა, ამას არავინ იზამს, რადგან სჯერათ, რომ ეს ყველაფერი დაიმსახურეს და მერე რა, რომ მათი „დამსახურება“ მხოლოდ ივანიშვილმა შეამჩნია და მხოლოდ ის მიხვდა, რომ კულტურული გენოფონდი, შესაძლოა, შიმშილით გაწყვეტილიყო და ამიტომ ეხმარებოდა მათ. ცალკე თემაა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი. თურმე ანდრო გმირია, თურმე ხმალამოღებული ებრძვის რუსეთს და ჰოი, საოცრებავ, რუსულ ფილმში გადაუღიათ, რუსულ რეკლამაში და, რაღა თქმა უნდა, თავის მართლების დრო დადგა. ჰოდა, ჯერ ანდროს დედამ, შემდეგ კი მისმა მეგობრებმა განაცხადეს, რომ ეს ფილმი მანამდე იყო გადაღებული, სანამ უკრაინისა და რუსეთის სამხედრო დაპირისპირება დაიწყებოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ამ ორ ქვეყანას შორის ომი გაჩაღდა, ანდროს რუსული კინემატოგრაფიისკენ აღარ გაუხედავს. კარგი, ეს ყველაფერი გავიგეთ, მაგრამ… იგივე ანდრო, იგივე ოპოზიცია, იგივე ხალხი, რომელიც ქუჩაში დგას, ხომ ამტკიცებს, 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთმა დაიწყო და რეალურად რუსულ არმიას ვებრძოდითო? 2008-ში რატომ არ გაეხსნა პატრიოტული გრძნობები ჭიჭინაძეს? თუ საქართველოზე მეტად საყვარელი უკრაინაა? თუ მაშინ ეს მოდური არ იყო ან პირიქით – იყო, მაგრამ ვერ გაბედავდი იმიტომ, რომ სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში და გლდანის ციხეში მოხვედრა, ახლანდელისგან განსხვავებით, მიწიერ ჯოჯოხეთს უდრიდა!!!!….გული მერევა თქვენზე🤮🤮🤮🤮🤮🤮🤮”