მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ ამერიკელი მილიონერი საქმრო საქართველოში ჩამოიყვანა. მომღერლის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ წყვილს მეგობრები დუდუკით დახვდნენ და მოგვიანებით კაცს ჩოხაც ჩააცვეს 💍🤵👰♀️.
“ჩემი მეგობრები აეროპორტიდანვე შეხვდნენ დარენს ისე, როგორც მხოლოდ ქართველებს შეუძლია ❤️მხოლოდ ერთი დღეა რაც ჩამოვედით და უკვე შეყვარებულია ჩვენს კულტურაზე , განსაკუთრებით კი ადამიანებზე. აი ამას ჰქვია სითბო და გულწრფელობა. რამდენადაც მეტი დრო გადის, მით უფრო ვამაყობ, რომ ქართველი ვარ 🇬🇪✨“-წერს ნუცა.