“ნამდვილად არ მაქვს ხელმოსაკიდი მტკიცებულება იმაზე, რაც მთელმა ქალაქმა ისედაც იცის”

151

ყოფილი მოდელი ლიკა შენგელია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და მის გრშემო აგორებულ სკანდალს ეხმაურება. რამდენიმე დღის წინ მან სოციალურ ქსდლში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მისი თქმით სალომე გოგიაშვილმა თავში ჩაქუჩი ჩაარტყა.

“მინდა ყველა ადამიანს დიდი მადლობა გადავუხდო, არ მეგონა ასე თუ ვუყვარდი და მაფასებდა უცხო ადამიანები ! მე ბევრ ადამიანს ვთხოვე რომ დაცვა ამ ქალის ბულინგისა და შანტაჟისაგან, თუმცა არავინ დამეხმარა, ამიტომ ჩემი გონებით როგორც შემიძლია ისე გადავწვიტე მარტოს დამეცვა თავი. ამ სტატუსს რომ ვწერდი ძალიან კარგად მქონდა გაცნობიერებული რომ მომედავებოდნენ ცილისწამებაზე, რადგანაც ნამდვილად არ მაქვს ხელმოსაკიდი მტკიცებულება იმაზე, რაც მთელმა ქალაქმა ისედაც იცის …მაგრამ ! ყველანაირი ჯარიმა მიღირდა მეთქვა ჩემი სიმართლე და თუ რას ვგრძნობ მე, ასევე მიღირდა ამ თურმე სასტიკი ადამიანის სააშკარაოზე გამოყვანა, თუნდაც იმ უამრავი ადამიანის გულის მოსაფხანად და დასაცავად, ვინც ასე და ამაზე მეტად გაამწარა და მათ ვერ გასცეს სათანადო პასუხი … ისიც ვიცოდი რომ კიდევ უფრო მეტი ნეგატივი წამოვიდოდა მაგრამ მე ჩუმად ვერ ვიქნებოდი დამნაშავესავით! ჩემი სტატუსი იყო მისი ნამდვილი სახე დაენახა საზოგადოებას და ამის მერე ელაპარაკა მორალზე. მე ვარ თავისუფალი ადამიანი მათგან განსხვავებით და ტელეფონზეც და ქუჩაშიც ნებისმიერ ადამიანს დაველაპარაკები თუ ჩავთვლი საჭიროდ, და ამისთვის არავის ნებართვა არ მჭირდება! ალბათ ეს არის ვითომ ჩემი დანაშაული რომ ნორმალური ადამიანები მგონია ზოგი. დღეს გავიგე რომ უახლოესი მეგობარიც ვყოფილვარ )… ამით მე გემშვიდობებით ყველას და დავასრულებ ამ თემაზე საუბარს… დანარჩენს შევხედავ და ისე გადავწყვიტავ როგორ მოვიქცე
P.s. მე არავისი დაჭერა და დასჯა არ მინდოდა თავიდან, ამიტომ სამწუხაროდ არ ვარ შეიარაღებული კამერებით და ფოტოგრაფებით . თუმცა დღეს ვნანობ რომ თავის დასაცავად მაინც არ მივიღე რაღაც ზომები. დღეს ვხვდები რომ ჩემს გარდა ამ ადამიანს ვერავინ გაანადგურებდა და ვთვლი რომ ეს უკვე მოვახერხე კამერების ფოტოგრაფების და დაცვების გარეშე, ცარიელი ხელებით და მხოლოდ ჩემი სულისკვეთებით და გამბედაობით .. აწი ვისაც რაც უნდა ეცადოს და ამტკიცოს თუ კი ეგ უშველით. რომ მდომოდა მექნებოდა ურთიერთობა და არც მაგის მეშინია. მადლობა ჩემო ადამიანებო, მართალია ამ ომში მე მარტო ვარ, მაგრამ თქვენ ძალიან ბევრი მომეცით თქვენი სითბოთი 🙏🏻”

მინდა ყველა ადამიანს დიდი მადლობა გადავუხდო , არ მეგონა ასე თუ ვუყვარდი და მაფასებდა უცხო ადამიანები ! მე ბევრ ადამიანს…

Posted by Lika Shengelia on Sunday, August 10, 2025