გიორგი გილიგაშვილმა ჟურნალ “თბილისელებთან” მისი ცხოვრების რთულ პერიოდზე ისაუბრა.
”33 წლის რომ შევსრულდი, მაშინ დაიბადა ავთვისებიანი კვანძების ისტორია, ანუ ჩემი განსაცდელის ისტორია. ადრეც ვამბობდი, ქრისტეს ასაკში ველოდებოდი-მეთქი, შინაგანად მქონდა ასეთი განცდა. მახსოვს, ასეთი ლექსიც ვთქვი:
მათხოვრობაში გავატარე 33, გულით ვატარე უფრო ცოდვა, ვიდრე რო მადლი და მაინც ვიტყვი, მიწა ცოტა, იყო ცა – მეტი და რომ უფალმა მომიტევა ყოველი ადლი“.
რატომღაც ახლა, ოთხი წლის შემდეგ, როცა ჩემი დაბადების დღე დგებოდა, 12 საათზე გავთიშე ტელეფონი, რადგან არ მსურდა ჩემი ფიქრების ახმაურება, მშვიდად მსურდა შევხვედრილიყავ. მეორე დილით, გაღვიძებისთანავე კი ასეთი სიტყვები აღმომხდა:
დღეს დავიბადე დიდი ხნის წინათ,
ამ წუთისოფლის სიდიდე ვინ თქვა,
ჩემში ცოდვებს ჯერ არ მოეწყინათ,
37 ისე შთაინთქა.
წლევანდელ დაბადების დღეს, ჩემმა ძმაკაცმა მაჩუქა მეთორმეტე საუკუნის დროინდელი ისარი, ეს ჩემთვის გამორჩეული საჩუქარია. ეს ისეთი ნაწრთობი ისარია, ჯაჭვის პერანგს რომ არღვევს, უნიკალური ექსპონატია. მას სახლში განსაკუთრებული ადგილი მივუჩინე.”