“ამაზე დიდი კრეტინობა არ მოუგონია მდედრების ერთ ნაწილს, რასაც სადილის პამიდორი ჰქვია”

780

ექიმი მარინა ტოტოჩავა, სოციალურ ქსელში ბოტულიზმის თემას ეხება და საზოგადოებას მოუწოდებს, სადილის პამიდორი არ გამოიყენონ, რადგან ყოველთვის უვარგისია:

„ყველა სეზონზე ვდებ ბოტულიზმის თემას, ადამიანები რომ დავიცვა. იქ ხაზგასმით აღნიშნულია, ე. წ. სადილის პამიდვრის უვარგისობაზე.

ბოსტნეულის მაღაზიაში, სოლიდური ქალი შემოვიდა, კარგი ჩაცმულობით, მსუქნად დადგმული ტანით და ამაყი იერით. გაყიდველს შესძახა – ის 50 თეთრიანი პამიდორი ამიწონეთ, სადილის პომიდორიო.

ვაჭარი გაიბადრა, ფული იშოვა ნაგავში. მეოცე საუკუნიდან ოცდამეერთეში, ამაზე დიდი ტრადიციული კრეტინობა, არ გადმოუტანია, ქართველი მდედრების ერთ ნაწილს, რასაც სადილის პამიდორი ჰქვია. გამოჭრა, დამპალი პომიდვრიდან, ვითომ კარგი ადგილები, ეს სრული უმეცრებაა. რადგან იქ, იმ სისტემაში, უკვე სრული სიდამპლის მარაზმია და აღარ არსებობს კარგი ადგილები, თუნდაც, ვიზუალურად ჩანდეს ასე.

იქ სისტემა დაზიანებული და შეუქცევადად ავადმყოფია. ღორი და ქათამი, რომ ჭამს ასეთ პამიდორს, ისინიც კი არჩევენ ხარისხიან ადგილებს და დამპალს ტოვებენ. მაგრამ ადამიანის კუჭი, მათთან შედარებით, ძალიან ნაზია. ადამიანის კუჭს, რომ ისეთი კონსისტენცია ჰქონდეს, როგორც ღორს და ქათამს, ადამიანი 500 წელს იცოცხლებდა.

ჩამოთვლილ არსებებს, გულსისხლძარღვთა სისტემა, არა აქვთ ადამიანივით სტაბილური. იმუნიტეტის ეპიცენტრი, კუჭნაწლავია. გულით დაავადებულ ადამიანს, არა აქვს ისე დაბალი იმუნიტეტი, როგორიც კუჭით, ღვიძლით, ნაწლავით, ნაღვლის ბუშტით, პანკრეასით დაავადებულს. დაზიანებეულია ერთ-ერთი მათგანი, თუნდაც, ატიპურად და ფარულად?

მაშინ, ადამიანს განადგურებული აქვს იმუნიტეტი და ბევრი ბრძოლა ჭირდება მის აღდგენას. არ არსებობს, ნებისმიერი სახის კიბოთ დაავადებული, ფონად, კუჭნაწლავის რომელიმე პრობლემა რომ არ ჰქონდეს. ჭიანი ვაშლი, სულ სხვა ფენომენია. ჭია, ადამიანთან ყველაზე ახლობელი არსებაა, გემოვნების მიხედვით. ის საუკეთესო ადგილებს ეტანება.

თითქმის არასდროს არა აქვს, ან ადვილი მოსარჩენია ჭია, არაჰიგიენურ ორგანიზმში. ხოლო ჰიგიენურ, შეძლებულ ადამიანებს, ჭია, მემკვირდეობით გადასდით, იმდენად ძნელია მათგან გამოდევნება. დააავადებების 99 პროცენტი, რისგანაც ადამიანები იტანჯებიან, ან კვდებიან  – მიკრობებით, ბაქტერიებით და სხვა ასეთი ორგანიზმებითაა გამოწვეული.

როგორც ხშირად ვამბობ, ისინი თვალით უხილავნი არიან, ამიტომ არის ჰიგიენის მეთოდები, ყველაზე მნიშვნელოვანი სიცოცხლისათვის. პროდუქტის გარეცხვით და ხელების დაბანით, ადამიანები სიცოცხლეს იხანგრძლივებენ. ბაქტერიები, ზოგი არა თუ დუღილის დროს, არამედ ავტოკლავირების დროსაც, არ იღუპებიან.

მაცივრიდან გამოტანილ სადილს, გაცხელება იმიტომ უნდა, რომ ზოგი სახეობის ბაქტერიას, ცივი გარემო უყვარს. თქვენ რომ მიკროსკოპში შეხედოთ, ამ ე. წ. სადილის პომიდორს, ზედ იმდენი მილიონი ბაქტერიის კოლონაა, საერთოდ პომიდორი შეგძულდებათ.

50 თეთრისთვის, სიცოცხლე საფრთხეში არ უნდა ჩაიგდოთ. ადამიანის სიცოცხლის პროფილაქტიკა, ბაქტერიებთან ბრძოლა და მათი მორიდებაა.

აზროვნება და დაკვირვება, ყველაზე საუკეთესო ექიმია ადამიანისათვის. ვერც ერთი ექიმი ვერ უშველის ადამიანს, თუ ის გონიერი არ არის და სამყაროს არ აკვირდება. 50 თეთრის ეკონომიის ხარჯზე, ნუ იშოვით ნურც კიბოს და ნურც უამრავ დაავადებას! – წერს ტოტოჩავა.