“ირმა ინაშვილს 5%-იც რომ ჰქონდეს, ესეც სირცხვილად მიმაჩნია, რა ცინიკურია თან, რომ პატრიოტები ჰქვიათ”
ირმა ინაშვილს 5%-იც რომ ჰქონდეს, ესეც სირცხვილად მიმაჩნია- ამის შესახებ სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა გადაცემაში “პლატფორმა” განაცხადა.
“ჩვენთვის, ოთხისთვის მარტივია იმის გადაწყვეტა, რომ დასავლეთი ჯობია რუსეთს. ამაზეც კი ვერ ვახერხებთ საერთო ეროვნულ შეთანხმებას. არ არის ეს გოიმობა, როგორც უწოდებენ. გავიხსენოთ რა ხდება მიტინგებზე, დაპირისპირება რის გამო ხდება, ეს არის სულ რუსეთის შემოგდებული თემები. არარსებული პრობლემის დასახვა და ამაზე საზოგადოების დაპირისპირება. ამას როგორმე უნდა გავუძლოთ და გამოვიმუშავოთ იმუნიტეტი. ირმა ინაშვილს 5%-იც რომ ჰქონდეს, ესეც სირცხვილად მიმაჩნია. რა ცინიკურია თან, რომ პატრიოტები ჰქვიათ. ყველაზე პრორუსულ და მტრულ პარტიას ჰქვია პატრიოტები. მარტო ირმა ინაშვილიც არ ეყოფა ამას, ეს არის ზღვაში წვეთი რუსული ძალისხმევის. მათ აქვთ საუკუნოვანი გამოცდილება როგორ უნდა იმოქმედონ სხვადასხვა ქვეყანაში. ეს არის მოფერების პოლიტიკაც. მერე ჩაიყვანენ ჩვენს მომღერალს იქ ამღერებენ, მოეფერიან, გადაცემაში მიიწვევენ… თან გვეფერებიან და თან ცდილობენ პოლიტიკური გავლენაც მოიპოვონ” – აღნიშნა დევდარიანმა.