მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე თურქეთში იმყოფებიან და ერთად ისვენებენ. ჯანეტმა ამჯერად ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც წერს:
“ეს მოგზაურობა მართლაც განსაკუთრებული იყო, ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ რომ ვიმოგზაურეთ და ერთად განვიცადეთ ასეთი შესანიშნავი თავგადასავალი. ასეთი მოგონებები სამუდამოდ ჩვენთან დარჩება”, – წერს ჯანეტი.