“ცხოვრებას აქვს საკუთარი რიტმი…“ – რას წერს ჯორჯინა უზკატეგუი დაშორების შემდეგ

104

ქართულ და უცხოურ მედიაში ბოლო დროს აქტიურად იწერება ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკატეგუის დაშორების შესახებ. 

ბოლო დროს ჯორჯინა აქტიურად დებს საკუთარ გვერდზე ახალ ფოტოებს, რომელსაც თან სამოტივაციო წერილებს ურთავს.

ოგჯერ ჩვენ ვადგენთ გეგმას, თუ როგორ უნდა იყოს ყველაფერი. მთელს ჩვენს ძალისხმევას ვდებთ მასში, საუკეთესო მოტივებით, მაგრამ ცხოვრებას აქვს საკუთარი რიტმი.უნდა ვისწავლოთ ცხოვრების რიტმის აყოლა – ნამდვილი გაკვეთილი სწორედ ესაა.

ერთ ადგილას დგომა ადვილია, ადაპტაცია კი – რთული. თავისუფლების გემო მან იცის, ვინც ახერხებს, იყოს ნამდვილი ცხოვრებაში.  ჩემი ვალდებულება არ იცვლება: შევქმნა თანმიმდევრული ცხოვრება და ვიყო ის საყრდენი, რომელსაც ჩემი ოჯახი იმსახურებს.

ოცნებები არ იმსხვრევა, ისინი უბრალოდ ხელახლა იქმნება. ჩვენ წინ მივდივართ, მეტი სიბრძნით და უფრო ნათელი მიზნით.

დაე, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ცხოვრება ლამაზი სასწაულია”, – წერს ჯორჯინა.