“მეც მეშინია… სარკე იმ ჯოჯოხეთს მახსენებს, რაც მკურნალობისას გავიარე”

88

ყველასთვის საყვარელი ტელესახე ნინო ხაჟომია მძიმე დაავადებას ებრძვის.ის ცდილობს ადამიანები, რომლებიც  მის მსგავსად რთულ გზას გადიან მოტივაცია მისცეს და ერთად ებრძოლონ სიმსივნეს. ნინომ ტიკ-ტოკზე ახალი ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ სარკეში ჩახედვის არ უნდა შეეშინდეთ.

“მე ამას არ ვმალავ, ეს არის სხეული რომელმაც კიბოს გაუძლო, ეს არ არის  სიმახინჯე, ეს ჩემი გადარჩენის ისტორიაა. ჩემი სხეულის ბრძოლა სიცოცხლისთვის. მე მადლობელი ვარ მისით, რომ მოითმინა, მომყვა და ახლა ახალი ისტორია უნდა მოჰყვეს. ქალების 70%-ს ქიმიოთერაპიის დასრულების შემდეგ სარკის ეშინია. არა იმიტომ რომ არარეალურია, არ არიან ლამაზები, არამედ იმიტომ, რომ ტვინი ვერ აღიქვამს იმ ვიზუალურ ცვლილებას, რასაც ქიმია გვიკეთებს. მეც მეშინია. სარკე იმ ჯოჯოხეთს მახსენებს, რაც მკურნალობისას გავიარე, სტეროიდული ცხიმი, შეშუპება, გალეული კუნთები, მოშვებული სხეული, მთვარის სახე, დაბუშტული, გაბერილი, უთმო, უწარბო, უწამწამო, აი, ეს ვარ დღეს მე. თუ შენც ქიმიის შემდეგ რეაბილიტაციის გზას გადიხარ, გამომყევი და ერთად გავიაროთ.

ქიმიოთერაპიის დროს ერთ თვეში 12 კგ მოვიმატე. 4-5კგ ორგანიზმში შეკავებული წყალია სტეროიდებისგან. 2-3 კგ სტეროიდული ცხიმია, რომელსაც ორგანიზმი ინახავს სტრესის გამო და მხოლოდ 2-3 კგ შეიძლება იყოს რეალურად ცხიმის მატება. სტეროიდების მოხსნიდან 7-10 დღეში წყალი იწყებს ორგანიზმიდან გამოსვლას. დღეში 5-7 ათასი ნაბიჯი დაგვეხმარება ორგანიზმიდან წყლის გამოდევნაში. ყოველდღიურად 2 ლიტრი წყალი და ცილოვანი კვება პატარა ულუფებით ხშირ-ხშირად,” – ამბობს ნინო ხაჟომია.

@ninokhajoტქვენ რამდენი მოიმატეთ ? როდია და როგორ დაიკელით ? #დიეტა #კიბოგანაჩენიარარის #ქიმიოთერაპია #აღდგენა♬ original sound – ninokhajo