“ყოველი დილა იწყება 07:00 საათზე, როცა ჯერ კიდევ სიბნელეა, 5 წუთი მაქვს სიმშვიდისთვის და მერე ვიწყებ ყველაზე რთულ საქმეს
“ყოველი დილა იწყება 07:00 საათზე, როცა ჯერ კიდევ სიბნელეა, 5 წუთი მაქვს სიმშვიდისთვის და მერე ვიწყებ ყველაზე რთულ საქმეს, ბავშვების გაღვიძებას. ვცდილობ, მშვიდად გავაღვიძო და მივცე მათ დრო, ალბათ, ამიტომაც თითქმის ყოველთვის ვაგვიანებთ სკოლაში. შემდეგ ვიწყებ საუზმის მომზადებას, ბავშვებისთვის ლანჩ ბოქსის გამზადებას, ხანდახან ვრთავთ აქტიურ მუსიკას, ვცეკვავთ და ვერთობით, რომ ხასიათზე დავაყენო, ხანდახან ვკამათობთ კიდეც, ხანდახან მეწუწუნებიან, მაგრამ ყოველთვის ყველაფერი მთავრდება ჩახუტებითა და კოცნით.
ამ ყველაფრის შემდეგ იწყება ჩემი მეორე დღე: ძალიან ბევრი საქმით, რაც თავისთავად ყველმა ქალმა უნდა გავაკეთოთ და მერე უკვე ჩვენ საქმეებსა და სწავლას მივხედოთ.
ჩემი აზრით, ყველა ქალი გმირია. ჩუმად, ყოველდღიურად, ათასობით საქმეს ასწრებს – სახლშიც და გარეთაც. თან სწავლობს, ვითარდება, მუშაობს, წარმატებებს აღწევს. მოთმინებით უსმენს შვილებს და მათ მაქსიმალურ სითბოსა და სიყვარულს უნაწილებს. საჭიროების შემთხვევაში კი იცავს. ამ ყველაფერს აკეთებს ისე, რომ ფანტასტიკურად გამოიყურება და მეგობრებისთვისაც პოულობს დროს. ნამდვილად არ არის ცოტა. ძალიან მაგრები ხართ, გოგოებო” – ამბობს ლელა მებურიშვილი გამოქვეყნებულ ვიდეოში.
View this post on Instagram