გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”ბევრ რამეს ვნანობ, ბევრსაც ვინანებ ალბათ.
პირველად რომ გნახე, გულში გავიფიქრე, ეს ადამიანი გულღრძო და დაუნდობელი იქნება – არ შევმცდარვარ.
როგორც მაშინ მივატოვე ის აზრი, რომ მეგონე გულღრძო და დაუნდობელი, რომ დავრწმუნდი, ახლაც მივატოვებ, ოღონდ სამუდამოდ დავიმახსოვრებ.
შენნაირ ადამიანებს მე განგებას მივანდობ ხოლმე.
განგება განარჩევს მტყუან-მართალს.
ადამიანი ვერასოდეს ხვდება მიზეზს, თუ რატომ ეძლევა სატანჯველი, რატომ გაწირეს, რატომ უღალატეს, რატომ მიატოვეს, რატომ მოატყუეს, რატომ დაწყევლაეს.
რომ მივხვდი ვინ ხარ, გონებაში დაგარქი მინდვრის თაგვი და განვთავისუფლდი.
როცა ადამიანებს თავის ადგილს მივუჩენ და თავის სახელს ვარქმევ, ადვილად ვთავისუფლდები.
კიდე კარგი, რომ დარდი არ ვიცი. აწი იდარდე შენ…
და არავის გაუყო, რასაც მოიგებ.
სანამ არ აღიარებ შენ თავთან, ვინ ხარ შენ, მანამ არაფერი გეშვველება.
ის კი არა – რომ ვერავინ მიხვდა ვინ ხარ, ნამდვილი მე დაინახე და მიიღე ის, რისთვისაც მოხვედი, გაიგე ის, რა მისია გაქვს.
შენ ფიქრობ, რომ არავინ იცის სინამდვილეში ვინ ხარ?
ჩუმ-ჩუმად ყველამ გამოგიცნო.
რა უხერხულია, რომ არ იცი შენზე რას ფიქრობებ, შენ კი ამაყი და თავმომწონე დააბიჯებ.
მაინც არაფერი შეიცვლება, იმიტომ, რომ ,,მართალი” ხარ.
გამიარა წყენამ, არ შემიძლია გაბუტვა, თურმე თუ ადამიანს ებუტები, ბედი გეკეტება, მე მინდა ღია და კაშკაშა ბედი მქონდეს, ამიტომ, გაპატიოე ყველაფერი და გაქრი ჩემი ცხოვრებიდან.
ადამიანის სულიერებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს ზნეობა, რომელიც, თურმე თანდაყოლილი ყოფილა.
ნეტა რას დავეძებ.
გიორგი ჯაჯანიძე”