”10 წლის წინ, ,,ნიჭიერის’’ ლაივამდე 2 კვირით ადრე, დღევანდელ დღეს ჩემი ბებო გარდაიცვალა“

98

ბარბარა სამხარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

10 წლის წინ, ,,ნიჭიერის’’ ლაივამდე 2 კვირით ადრე, დღევანდელ დღეს ჩემი ბებო გარდაიცვალა.

მაშინ ჩაწყდა პირველად ჩემი ბავშვობის სიმი.

ამაზე ხმამაღლა არ მისაუბრია, ტიკივილის მეტი არაფერი მოაქვს ამ თემას, ოჯახშიც ვერიდებით საუბარს.
გააზრებულად მტკივა და გაუაზრებლად მაკლია.

მე ის ადამიანი ვარ, ვისაც უბრალოდ დამთხვევების არ სჯერა, მგონია სადღაც ყველაფერი წინასწარაა განსაზღვრული და დაგეგმილი.

10 წლის წინ ჩემი ბავშვობის პირველი სიმი ჩაწყდა, დღეს კი სხვა უფრო ძლიერმა სიმებმა დაიწყო ხმაური.

ჩემი მეოთხე სიმღერა გამოვუშვი.

და თუ სადმე ბებია-ბაბუების სამოთხე არსებობს, იმედია იქიდან მაინც მისმენენ ❤️

ესეც სიმღერა: https://youtu.be/lOG4T-PJFX8?si=GUEh-RkQDUXjtU5Z

#itsover #barbarak #barbarasamkharadze”