„ერისიონი“ სამძიმრის წერილს ავრცელებს

38

„ერისიონი“ სამძიმრის ინფორმაციას ავრცელებს:

„მწუხარებას გამოვთქვამთ „ერისიონის“ ყოფილი წევრის ლევან სამყურაშვილი გარდაცვალების გამო. 1986 წლიდან წლების განმავლობაში ის იყო „ერისიონის“ მომღერალი. მას დიდი წვლილი მიუძღვის ანსამბლის იმ პერიოდის წარმატებებში.

„ერისიონის“ სახელით, ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და ახლობლებს“, – ვკითხულობთ ფეისბუკ პოსტში.
საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსი” სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.