ექიმი გიორგი ჭინჭარაული სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
”რამდენიმე დღის წინ, საუბარი ჩამოვარდა ნემსის და ძაფის ხმარებაზე… 🫣
რომ ვთქვი კარგად ვხმარობთქო, გაუკვირდათ..
საიდანო?! 🫠
საიდან პატივცემულო მკითხველო და ლაფანაანთკარიდან..❤️
დიახ, სოფელი ბევრ რამეს გასწავლის კაცს..
თვითგადარჩენის ინსტიქტებს მეტად გიყალიბებს..
ხელმარჯვეს გხდის..✊️
სად იყო 5 და 6 სულიან ოჯახში შესაძლებლობა, ყველას ახალი ტანსაცმელი ქონოდა ?!
არ იყო!…
სკოლა რომ იწყებოდა, მშობლები გვყიდულობდნენ და დიდხანს არაფერი გვიძლებდა, განსაკუთრებით მე… 🙄
ნამდვილი ველური ვიყავი..😃
ფეხსაცმელს ერთ კვირაში ვაგდებინებდი ძირს..🫠
შარვალიც არ მიძლებდა დიდხანს და არც ქურთუკი..
რამდენჯერ შემომხევია ზედ და დედას რომ არ გაეგო, ჩუმად ამიღია ნემსი და ძაფი, ბაღისკენ გავსულვარ, დავმჯდარვარ და შეძლებისდაგვარად გამიკერავს…
მახსოვს, პირველად ჩემი მეზობელი ვნახე , როგორ აკერებდა ფეხსაცმლის ძირს..
ისე ოსტატურად ხმარობდა კაუჭიან სადგისს ახლაც მიკვირს…
შემდეგ, როცა ფეხსაცმელზე ძირი ამიძვრა, ბებიაჩემის ნემსების ძველ ყუთში ვიპოვე მსგავსი და ვცადე…
თავიდან არ გამომივიდა, ხელებიც დავიჩხვლიტე, შემდეგი უკეთესი იყო, მაგრამ ნესტმა და ზამთარმა მალე გააფუჭა ძაფი, მესამე ცდაზე ძაფი გავსანთლე, რამაც კარგი შედეგი მომცა.
მივიღე წყალგამძლე და მყარი ნაკერი…
ამის შემდეგ თუ რამეს ძირი უფუჭდებოდა სახლში, მზად ვიყავი გამეკეთებინა…
მახსოვს, ჯინსის შარვალს შუაში ვცვეთდი ხოლმე, ფეხით იმდენი სიარული მიწევდა, ხანდახან სკოლაში ფეხბურთის თამაში, ხან სირბილი, ხანაც მასწავლებელთან 7 კმ გზაზე წასვლა-წამოსვლა …
მთლად ხარისხიანიც არ იყო და ფეხების შუაში მალე ცვდებოდა, ერთხელ ძველ ჯინსს მოვაჭერი სწორი ნაჭერი, ჩავდე შიგნიდან გაცვეთილ ადგილზე და ჩავკერე..
მივხვდი, რომ ასე კიდევ დიდხანს შეიძლებოდა მცმოდა ვიზუალურად ახალი, თუმცა ფეხებშუა გამოკერილი ჯინსი.. 😂
შემდეგ ჯერზე უკევე მეზობელ მაყვალა ბებოს მივუტანე ჩემი შარვალი და თავისი ძველი საკერავი მანქანით კოხტად და სწრაფად ჩაკერა.. ❤️
ვზივარ ხოლმე ახლა და ვფიქრობ, რა ცხოვრება გვაქვს გამოვლილი..
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრი ფეხსაცმელი და შარვალი მაქვს, მაინც ვცდილობ ყველაფერი იქამდე მეცვას, სადამდეც მისი ტარება დისკომოფორტს არ შემიქმნის..
იშვიათად, რომ ჩემს ირგვლივ ვინმეს ჩემი ტანსაცმელიდან რამე მოეწონოს და მისთვის ვერ შეველიო..
ვერ გავიმეტო..
წავალ და სულ ახალს ვუყიდი..
ხოლო რაც ცვდება ისე, რომ შესაძლოა აღდგეს, ჩემს ლაფანაანთკარში მიმაქვს, იქ შემიძლია დაჯვდე და ისევ გავკერო, ან სოფელში ვინმე ჩაიცვამს სამუშაოდ, ან გაჭირვებულის მეტი რა არის.. მაგრამ ეს ჩვევა, ჩვევა იმისა, რომ ვერ ვაგდებ და ვინახავ, ვაი და რა ხდება ?!
სწორედ იმ ბავშვობიდან მოდის, სადაც 1 წყვილი ფეხსაცმელი და 1 შარვალი მქონდა….
ასე იყო..
გვეცვა სუფთად, მაგრამ მოკრძალებულად …
გვქონდა ცოტა, თუმცა ბედნიერები ვიყავით….
ასე ვიზრდებოდით სოფელში…
…მარჯვე ხელებით და კეთილი გულით.. ❤️
#სოფელი #ლაფანაანთკარი #doctor #გიორგიჭინჭარაული #სოსომოტორსი #ქოხმახი”