“სიყვარულის ქალაქში… მაგრამ სად არის სიყვარული?” – ამ კითხვით და გატეხილი გულის ემოჯით
აქვეყნებს ფოტოს ლიზა იასკო პარიზიდან.
ლიზა იასკო, რომელიც ევროპის საბჭოს ღონისძიებებზე იმყოფება, ეიფელისა და პარიზული ხედების
ფონზე ფოტოს აქვეყნებს – სევდიანი წარწერით.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ლიზა იასკოსა და საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ
სააკაშვილს რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდათ. სააკაშვილის უკრაინელ პარლამენტართან რომანის
შესახებ ჯერ კიდევ 2020 წელს გახდა ცნობილი. მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი მომავალი სოფო ნიჟარაძეს უკავშირდება. ვრცლად