“ორივე კონცერტი ჩატარდა სრული ანშლაგით”

33

დეზინფორმაცია ლაშა ღლონტის ირგვლივ – ერთ-ერთ მედიაში გავრცელებული ინფორმაციას, თითქოს ამერიკაში მომღერლის კონცერტი ჩაშალეს, სიცრუეს უწოდებს თავად ლაშა ღლონტი. როგორც მან „ქრონიკასთან“ კომენტარში აღნიშნა, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დაახლოებით 3 კვირის წინ ორი კონცერტი სრული ანშლაგით ჩატარდა.

„დაგეგმილი დიდი კონცერტი, რომელიც იყო ერთ-ერთ დაწესებულებაში, სრული ანშლაგით ჩატარდა და მეორე დაწესებულებაში, სადაც დაიგეგმა და მცირე აუდიტორია ეტეოდა იმ დარბაზში – დაახლოებით 35 ადამიანი, იქაც სავსე იყო დარბაზი. ორივე კონცერტი ჩატარდა ნორმალურად, ძალიან კმაყოფილები წავიდნენ ადამიანები სახლში. 20 დღის შემდეგ რომ ჩამოვედი ამერიკიდან, გავრცელდა ეს დეზინფორმაცია. არ ვიცი რატომ და რის გამო“, – განაცხადა მომღერალმა ლაშა ღლონტმა.