“ეს ის ხალხია სულ რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო დაბრუნდეს ოცნების ხელისუფლების დროს არ სჭირდებათ ეგეთი დაბრუნება”
აჩიკო ბერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”ლაშა ღლონტს რომ ამ ტყუილს მოუგონებ, მცდელობა რომ “გაეშავებინათ” არ გამოუვიდათ. თუ რამეს ემსახურება ლაშა ეს ქართული სიმღერაა. მომავალ თაობას ქართული სიმღერის სიყვარულს უნერგავს და მთელი ქვეყნის მასშტაბით როგორი სიყვარულით ხვდებიან და ივსება მის კონცერტებზე დარბაზები მათ შორის საზღვარგარეთ ემიგრანტებთან შეხვედრებისას.
კიდევ იტყვიან ხელისუფლება აღვივებს ერში პოლარიზაციასო, კაცი რომელიც თავის ქალაქში- ბათუმში საახალწლო კონცერტში აპირებს მიიღოს მონაწილეობა საგინებლად და სალანძღავად ჩაუგდეს გაბოროტებულ, შეუმდგარ, მართლა მოღალატეებს ! თან ამერიკიდან დემოკრატიაზე და თავისუფლებაზე გველაპარაკებიან და კაცს თავისი საყვარელი საქმის – სიმღერის უფლება არ მივეცითო ამაყობენ ამით. 😂😂 ვაახ🤦🏻♂️
ყველა ოპოზიციურ არხზე მიდის, მღერის უარს არავის ეუბნება რომ იქნებ თავისი სიმღერით მოახერხოს მაგალითის მიცემა სხვებისთვის, რომ გაყოფის, დაპირისპირების დრო არ არი! მაგრამ ასე “დაუფასეს”.!
ეს ის ხალხია სულ რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო დაბრუნდეს ოცნების ხელისუფლების დროს არ სჭირდებათ ეგეთი დაბრუნება და არც ასეთი გამთლიანებული საქართველო თუ თვითონ არ იქნებიან ხელისუფლებაში. ასე რომ ჩემო მამი, Lasha Glonti თავს გაუფრთხილდი არ ინერვიულო და გააგრძელე შენი საქმე, კომენტარებს გადავხედე და უდიდესი უმრავლესობით შენი გულშემატკივარი და მსმენელი გიდგას გვერდში!
გაუმარჯოს ქართულ სიმღერას 🇬🇪✊🏼✨❤️”
