”ანრის დედა ძალიან მიყვარდა… რუსუდანი იყო პოზიტივის დედოფალი“

8

პეტრე კოლხი ანრი ჯოხაძის, მუსიკოს რუსიკო ჩხაიძის შესახებ წერს.

ანრის დედა ძალიან მიყვარდა…
რუსუდანი იყო პოზიტივის დედოფალი….
სულ სამჯერ, შეიძლება მეტჯერაც მივსულვარ მასთან, სახლში, ისეთი დახვედრა იცოდა, გეგონა დიდი ხნის უნახავ ნათესავს ხვდებოდი…
თანავუგრძნობ ანრის, მაგდას, მთელ ოჯახს…
შეურიგებელია დედის დაკარგვა…

ეს ლექსი მისი ერთი ინტერვიუს პასუხია !…

ფრთხილად, ზურგზე არ შეგცივდეს დედა,
დეკემბერი რომ გადაგხდის საბანს…
და სიზმარში თუ ნახულობ, ნეტავ,
უშენობით გადახდენილ ამბავს…

შენს საწოლთან ჩუმად მივალ დედა,
სუნთქვის ხმა რომ მოვისმინო შენი-
როგორც ბოლო მელოდიის სევდა,
უშენობას რომ ავსებს და შვენის…

და ვგრძნობ მალე შემცივდება, დედა…
დეკემბერი თავდახრილი მიდის…
შენს ოთახში ხშირად შემოგხედავ,
უშენობას თუკი შევურიგდი !..

Anri Jokhadze

Magdalena Jokhadze”