“ვეძებ HR-ს ან ადამიანს, რომელიც დამეხმარება სტაბილური, მაგრამ კრეატიული სამსახურის პოვნაში”

38

ნატალია ყოფშიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორ ცხოვრობენ კინოში დასაქმებული ადამიანები საქართველოში? 🥺

წლებია ამ სფეროში ვარ და თითქოს კიბეზე ავდივარ… დასაწყისში ბევრ პროექტზე საკუთარი ხარჯებით ვიმუშავე, გამოცდილების გამო. გზად მოვიარე არაერთი პოზიცია: ტრანსპორტის ლოჯისტიკის მენეჯერი, კასტინგის ასისტენტი, კასტინგის მენეჯერი, წარმოების მენეჯერი — პრაქტიკულად ყველა დეპარტამენტს შევეხე.
დღეს, 24 წლის ასაკში, 25-მდე პროექტი მაქვს დაგროვილი.

და მაინც — ბოლო 3 თვეა არც ერთი პროექტი არ მაქვს.
უსაქმურობა ძალიან მადეპრესიულებს.
კარიერის შეცვლა არ მინდა, მაგრამ ამ არასტაბილურობამ მაიძულა დავფიქრდე, იქნებ დროა სხვა გზაც ვცადო…

ვეძებ HR-ს ან ადამიანს, რომელიც დამეხმარება სტაბილური, მაგრამ კრეატიული სამსახურის პოვნაში.

განათლება:
• ციფრული მედია და კომუნიკაციები
• სცენარისტთა სკოლის კურსი
• UI/UX დიზაინის კურსი

მჭირდება სამსახური, სადაც ჩემი კრეატიული მხარე რეალურად იქნება გამოყენებული.
თუ ვინმეს იცნობთ ან შეგიძლიათ დამაკავშიროთ — ძალიან გამიხარდება 🥹🎀

P.S უზომოდ მიყვარს წერა”