აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რძალმა, Fox News-ის წამყვანმა ლარა ტრამპმა, ისაუბრა, თუ რას ჩუქნის ტრამპი ოჯახს საშობაოდ. შესაბამის კომენტარს Daily Mail აქვეყნებს.
პორტალთან საუბარში ლარა ტრამპმა აღნიშნა, რომ პირველი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში დონალდ ტრამპი ნათესავებს სამკაულებს ჩუქნიდა. ამასთან, მან დააზუსტა, რომ მათი დიზაინი მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სურვილების გათვალისწინებით იქმნებოდა.
ამავე დროს გაირკვა, რომ თავად ამერიკელ ლიდერს ხშირად ჩარჩოში ჩასმულ ფოტოებს ჩუქნიან.„ოვალურ კაბინეტში ბევრ ჩარჩოში ჩასმულ ფოტოს ნახავთ. ყველა ეს ფოტო ჩვენ წლების განმავლობაში ვაჩუქეთ. შარშან მას დედის პორტრეტი ვაჩუქეთ. ახლა ის ყოველთვის მის სამუშაო მაგიდაზე დგას“, — აღიარა ლარა ტრამპმა.