“უფალმა მაჩუქა სიყვარულით, სიკეთითა და მზრუნველობით სავსე გულის ბიჭი“

116

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პსჟ-ს“ ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია, იუბილარია. ამ მნიშვნელოვან დღეს სპორტსმენს უამრავი გულშემატკივარი ულოცავს.

ემოციური ტექსტით ულოცავს დაბადების დღეს შვილს დედა, მაკა ლუკავა.

გილოცავ, დე! მადლობა უფალს შენი დედობისთვის! მიყვარხარ უსაზღვროდ და მიყვარს 12 თებერვალი, უფალმა მაჩუქა სიყვარულით, სიკეთითა და მზრუნველობით სავსე გულის ბიჭი! უფალმა დაგილოცოს წინ სავალი გზა ნიცასთან და დამიანესთან ერთად“, – წერს მაკა ლუკავა.