„ყოველ კონცერტზე დედა იჯდა პირველ რიგში. დღეს ეს სკამი სიმბოლურად ცარიელია” – ანრი ჯოხაძის ემოციური მიმართვა

40

რუსთაველის თეატრის სცენაზე ანრი ჯოხაძის შემოქმედებითი საღამო შედგა, რომელიც მომღერალმა დედის ხსოვნას მიუძღვნა. განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა მომენტი, როდესაც ანრი ჯოხაძემ „ყვავილების ქვეყანა“ შეასრულა. შესრულებამდე მან ემოციური სიტყვები წარმოთქვა.

„ყოველ კონცერტზე დედა იჯდა პირველ რიგში, პირველ სკამზე. დღეს ეს სკამი სიმბოლურად ცარიელია… ეს მისი ადგილი იყო. მე მინდა შევასრულო სიმღერა, რომელთანაც განსაკუთრებული ემოციური ბმა მაქვს. როდესაც მამა ციხიდან გამოვიდა და სახლში 50 წლის იუბილეს აღნიშნავდა, დედა გამოვიდა და მას „ყვავილების ქვეყანა“ უმღერა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ოჯახში სიყვარულის ასეთი ახსნა დავინახე და გავიგე. დღეს ამ გენიალურ სიმღერას კონკრეტულად დედას ვუძღვნი,” – თქვა ანრიმ.