რას წერს ნინო ჩხეიძე ისრაელიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ

6

ნინო ჩხეიძე საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩემო ერთგულო გამომწერებო, მშვიდობით დავბრუნდი საქართველოში დიდი მადლობა ყველას სიყვარულისთვის და თბილი შეტყობინებებისთვის. ძალიან მიხარია ისევ თქვენთან ყოფნა,“ – წერს ნინო ჩხეიძე.

ცნობისთვის, ნინო ჩხეიძე რამდენიმე დღის წინ ისრაელში იმყოფებოდა, მას თავშესაფარში ყოფნაც მოუწია.