“მაბულინგებენ რომ შვილს სწორად არ ვგლოვობ, მაგრამ არის რაღაცები, რასაც ფეხი ვერ გადავაბიჯე”

39

“როცა „პროფილისთვის“ საახალწლო გადაცემას ვამზადებდით, ჩვენი მიზანი იყო, გამოსულიყო გადაცემა ყველა ასაკის ადამიანისთვის. ამის გამო, ჩემს თავს უფლებას ვაძლევდი, მემღერა. დედაჩემისთვის რომ გეკითხათ, სიმღერა იმიტომ გამომდიოდა, რომ 7-წლედის წრეზე მატარა, ვერ ვუხსნიდი, რომ ჩემი ეს ხმა თანამედროვე აპარატურის დამსახურება იყო.

ნუცას ამბის შემდეგ, წლები დამჭირდა, რომ სიმღერა ისევ გამებედა.

მარინა ბერიძეც მეუბნებოდა, რომ მეცადა. ჩემი „სტაფიც“ მეუბნებოდა, რომ დაგვებრუნებინა გადაცემაში ეს ტრადიცია, მაგრამ არ მინდოდა, არ გამომდიოდა. 

მერე, ერთ მშვენიერი დღეს, დოი [დავით დოიაშვილი] დამეხმარა, დამაძალა. ბოლო კადრი, სადაც თეთრ ციგაზე ვდგავარ და „ახალი თეატრის“ მსახიობებთან ერთად ვმღერი, დოის დამსახურებაა და გამომივიდა. 

სიმღერა გამომივიდა, მაგრამ არ გამომივიდა ხუმრობა. ვანო ჯავახიშვილმაც დამპატიჟა, „კაცებისგანაც“ დამირეკეს, როგორც ამბობენ, მგონი, არ მაქვს ცუდი იუმორი, მაგრამ ვერ მივეცი ჩემს თავს ამის უფლება. 

ხომ ჰგონიათ, რომ საცურაო კოსტიუმით დავდივარ, მაბულინგებენ, რომ შვილს სწორად არ ვგლოვობ, მაგრამ არის რაღაცები, რასაც ფეხი ვერ გადავაბიჯე. ახლა მივხვდი, რომ ვარ მსუბუქად და შემიძლია ხუმრობაში აგყვეთ. „ყოჩაღ, მაია“ – ჩემს თავს მინდა ვუთხრა, მადლობა, რომ ეს შემაძლებინეთ”, – ამის შესახებ ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა გიორგი მახარაშვილისა და გიორგი კალატოზის პოდკასტში ისაუბრა.