“მე, ჩემს ოთხ შვილთან ერთად, მათთან ერთად უნდა ვყოფილიყავი” – რუსა ჩაჩუა სალომე ღვინიაშვილის განცხადებას ეხმაურება
ახლო აღმოსავლეთში შექმნილი მდგომარეობის გამო არაერთი ქართველი სამშობლოში სპეციალურად დანიშნული ფრენებით დაბრუნდა. მათ შორის იყო მოდელი სალომე ღვინიაშვილი, რომელმაც ჩამოფრენისთანავე მედიასთან გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც საკუთარი მოსახლეობის ევაკუაცია შეძლო. მის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში განსხვავებული გამოხმაურება მოჰყვა და რამდენი დღეა, განხილვის საგანია.
სალომემ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა და მის შესახებ დაწერილ კომენტარებს გამოეხმაურა. სალომემ განმარტა, რომ მადლიერია იმ დახმარებისთვის, რომელიც მიიღო. ასევე თქვა, რომ ის და მისი მეუღლე არ არის დასაქმებული სახელმწიფო სამსახურში, დუბაიში კი უბრალოდ დასასვენებლად იყო მეგობრებთან ერთად.
“ვუერთდები სალომეს, რადგან ნამდვილად მადლიერი ვარ. ჩემი და და მისი შვილი წინა რეისით ჩამოფრინდნენ, ხოლო მე, ჩემს ოთხ შვილთან ერთად, მათთან ერთად უნდა ვყოფილიყავი. მადლობა ყველას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის”, – დაწერა რუსა ჩაჩუამ.
