“მინდა მივუძღვნა მსოფლიოში ყველაზე მაგარ დეიდას… ზუსტად ვიცი ჩემი ანგელოზი იქნება და არასდროს მიმატოვებს“

66

14 მარტს მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა. მას ახალგაზრდა დეიდა გარდაეცვალა, რომელსაც სიმღერა Illusions-ს მიუძღვნა. მან გარდაცვლილს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა:

„ჩემი ახალი EP და პროექტი, რომელიც ჰოლივუდში ჩემს ახალ გუნდთან ერთად შევქმენი, მინდა რომ მივუძღვნა მსოფლიოში ყველაზე მაგარ დეიდას, ლიას. დღეს იქ რომ ვცხოვრობ, მისი დამსახურებაა. ორი წლიდან ყოველდღე მიმეორებდა:

„სად მივდივართ?“ „ჰოლივუდში.“ „სად მივდივართ?“ „ჰოლივუდში.“ და აი… ეს ოცნება ერთად ავისრულეთ. ზუსტად ვიცი, ჩემი ანგელოზი იქნება და არსად, არასდროს მიმატოვებს. მადლობა, რომ ასე მაგრად გამზარდე. მიყვარხარ უსასრულოდ ლი“, – წერს ნუცა ბუზალაძე.