“- 34 კილოგრამი – მგონი, არაა ცუდი შედეგი” – “სუხიშვილების” მოცეკვავე, მარიამ მათიაშვილი წონის კლების გამოცდილების შესახებ

5

“წელიწადი და სამი თვე გავიდა, რაც ლეა დაიბადა, მგონი, არაა ცუდი შედეგი: -34 კილოგრამი. ვარჯიშისა და კვების ერთობლიობა ქმნის რეალურ შედეგს”, – წერს სოციალურ ქსელში მოცეკვავე მარიამ მათიაშვილი.

მარიამი პირველი შვილის დედა 2025 წელს გახდა. სულ ცოტა ხნის წინ კი ის პროფესიას დაუბრუნდა და, ამასთან, წონის კლების საკუთარ გამოცდილებას, მიგნებებსა და რჩევებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.