“სამი პროდუქტი სახის კანის მოვლისთვის: “ბევრი რამ ვცადე… ვიყენებ დილით და საღამოს”

7

როდესაც ქართულ შოუბიზნესსა და ვიზუალურ სტანდარტებზე ვსაუბრობთ, ლელა წურწუმია ერთ-ერთი პირველია, ვისი სახელიც ყველას ახსენდება. წლების განმავლობაში მან მოახერხა არა მხოლოდ აქტუალობის შენარჩუნება, არამედ იმგვარი ესთეტიკის ჩამოყალიბება, რომელიც დროსთან ერთად სულ უფრო დახვეწილი ხდება.

მისი სილამაზის ფორმულა არ ეფუძნება მხოლოდ გენეტიკას; ეს არის დისციპლინის, პროფესიონალური მიდგომისა და საკუთარი თავის მუდმივი კონტროლის შედეგი. ეს შედეგი კი ყოველთვის ზომიერი და ბუნებრივია.

როგორ უვლის მომღერალი კანს, რა როლს ასრულებს მის რუტინაში ფარმაცევტული აქტიური ინგრედიენტები და როგორ ინარჩუნებს ის ფორმას დატვირთული გრაფიკის პარალელურად? ამის შესახებ ლელა წურწუმია მოკლე ინტერვიუს აქვეყნებს:

– საოცრად გამოიყურებით, ყოველთვის ასეთი ენერგია და სილამაზე გაქვთ და არის თქვენი საიდუმლო?

– ზოგადად, შინაგან განწყობა ძალიან აისახება ადამიანის გარეგნობაზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, მარტო შინაგან განწყობა არ კმარა, თუ არ მოვუარეთ თავს.

– არის რამე, რასაც ახალგაზრდობაში სხვანაირად გააკეთებდით თავის მოვლაში?

– უფრო მეტად მოვუვლიდი ალბათ სახის კანს, მაგრამ ჩემი ახალგაზრდობის დროს ამდენი საშუალება და ამდენი ფუფუნება ნამდვილად არ ყოფილა.

– ახლა გაქვთ თუ არა ერთი ჩვევა, რომლის გარეშეც თქვენი დღე არ იწყება?

– ბევრი რამ ვცადე და საბოლოოდ მივაგენი ძალიან კარგ ფრანგულ ბრენდს, რომელსაც მე ვიყენებ დილით და საღამოს, კონკრეტულად, ვიყენებ C ვიტამინს, მკვებავ კრემს, ნიღაბს. მხოლოდ ამის შემდეგ ვიკეთებ მაკიაჟს.