გიორგი მიქანაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“რაღაც უნდა მოიფიქროს კაცობრიობამ, თანამედროვე მსოფლიომ და ის რა საშინელებაც ხდება ყარაბაღში აღარასდროს მოხდეს დედამიწაზე.
ადამიანის სიცოცხლე არის მთავარი და მართლა ზნეობრივი, ღვთაებრივი კატეგორიებით ცხოვრება ამ მშვენიერ დედამიწაზე.
ძირს ომი და ყველა ომის მაპროვოცირებელი პიროვნება. არ აქვს მნიშვნელობა ჩინოვნიკი იქნება თუ მოქალაქე. შინაური თუ გარეული.
საღ გონებაზე მყოფი მე ვერასდროს მოვკლავ ადამიანს. თუმცა 2008 წელს მზად ვიყავი და მივდიოდი, მაგრამ სად მივდიოდი არ ვიცი. ალბათ, ვერც მაშინ შევძლებდი. ეს სულაც არ არის ლაჩრობა. არც იმას განვიკითხავ, ვისაც უომია. მაქვს საუბარი მომავალზე.
თუმცა, სრულიად შეგნებულად მზად ვარ საკუთარი სიცოცხლე გავიღო თუ ეს ომსა და კაცის კვლას დაამთავრებს დედამიწაზე.
რაღაც ისტორიული ფაქტებითა და გარემობებით უნდა გადაწყდეს ყველა კომფლიქტის მოგვარება და ყველა ხალხის ინტერესები კომპრომისულად უნდა შეთანხმდეს და იყოს დაცული.
სიგიჟეა იყო თანახმა სიცოცხლის მოკვდინებაზე.“.