“მაგინებდნენ, მწყევლიდნენ, ცუდი სიტყვებით მომიხსენიებდნენ, მირეკავდნენ ასაკით პატარა გოგოები და ბიჭები”

26

“გა­მარ­ჯო­ბა მე ნა­ნი­კო ვარ ხა­ზა­რა­ძე, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ამ­ჟა­მად ყო­ფი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი. 53 წლის ვარ, პრო­ფე­სი­ით – მსა­ხი­ო­ბი, მხატ­ვა­რი და უცხო ენე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი“ – ასე მი­ე­სალ­მა და წა­რუდ­გა ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე “სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს” მა­ყუ­რე­ბელს…

AMBEBI.GE-სა და “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის მო­რი­გი სტუ­მა­რი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე იყო. მან მის­თვის გა­მოგ­ზავ­ნილ შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხა.

– ნა­ნი­კო, გა­მარ­ჯო­ბა. „იმე­დი­დან“ წა­მოს­ვლის შემ­დეგ რო­გორ ხართ? რას საქ­მი­ა­ნობთ?

– უკვე თვეა, რაც იმე­დი­დან წა­მო­ვე­დი და რა­ღაც­ნა­ი­რად მგო­ნია, რომ ჯერ მხო­ლოდ ორი-სამი დღე გა­ვი­და. კარ­გად ვარ, ვის­ვე­ნებ, რა­ღაც ახა­ლი ჟანგბა­დი ჩა­ვი­სუნ­თქე, ბევ­რი ახა­ლი საქ­მე წა­მო­ვი­წყე და ვნა­ხოთ, რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა ჩემი ცხოვ­რე­ბა.

– ნა­ნი­კო, არ მე­გო­ნა თუ “იმედს” და­ტო­ვებ­დით… რე­ა­ლუ­რად რა მოხ­და, რა­ტომ წა­მოხ­ვე­დით ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან – მი­ზე­ზი ჩემ­თვის გა­ურ­კვე­ვე­ლია… ხომ არ ნა­ნობთ?

– არა­ფერს არ ვნა­ნობ ცხოვ­რე­ბა­ში. რა­ტომ მოხ­და, რაც მოხ­და, ნამ­დვი­ლად არ ვიცი. უბ­რა­ლოდ ვიცი, რომ მოხ­და… ქმარს გავ­შორ­დი, ჩემი შვი­ლის მა­მას, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში და ჩემი შვი­ლის­თვის. ჩვენ და­ვას­რუ­ლეთ ურ­თი­ერ­თო­ბა და ახლა „იმე­დი­დან“ წა­მოს­ვლა მგო­ნი, არა­ფე­რი ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ არის… რა­ღაც იწყე­ბა და რა­ღაც სრულ­დე­ბა. რო­გორც ჩანს, ეს ჩემი და „იმე­დის“ ურ­თი­ერ­თო­ბის და­სას­რუ­ლია.

– იმ ფაქ­ტის შემ­დეგ გია ჯა­ჯა­ნი­ძეს რო­გორ და­შორ­დით. აღარ ელა­პა­რა­კე­ბით ერ­თმა­ნეთს?

– არ დავ­შო­რე­ბულ­ვარ. ჯა­ჯა­ნი­ძეს ვე­ლა­პა­რა­კე­ბი. ვნა­ხე კი­დე­ვაც და ტე­ლე­ფო­ნი­თაც ბევ­რჯერ ვი­კონ­ტაქ­ტე. ვაგ­რძე­ლებთ ურ­თი­ერ­თო­ბას. რომ გი­თხრათ, ვმე­გობ­რობ და ყო­ველ­დღე ერ­თად ვართ, არა, მაგ­რამ ვკონ­ტაქ­ტობთ.

– სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მუ­ნა­თებ­დნენ, რუს­თა­ველ­ზე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს მხარს არ უჭერ­სო… გა­სა­გე­ბია, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი თვი­თონ იღებს ამა თუ იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მაგ­რამ ასეთ კო­მენ­ტა­რებ­ზე რა პა­სუ­ხი გაქვთ?

– კი, მა­მუ­ნა­თებ­დნენ, მა­გი­ნებ­დნენ, მწყევ­ლიდ­ნენ, ცუდი სი­ტყვე­ბით მო­მიხ­სე­ნი­ებ­დნენ, მთა­გავ­დნენ, მწერ­დნენ, მი­რე­კავ­დნენ ასა­კით პა­ტა­რა გო­გო­ე­ბი და ბი­ჭე­ბი. მოკ­ლედ თავს იმის უფ­ლე­ბას აძ­ლევ­დნენ, რისი უფ­ლე­ბაც რე­ა­ლუ­რად არ ჰქონ­დათ. თუმ­ცა მე არა­ვის­თვის არ მი­პა­სუ­ხია… დღეს აღარ მლან­ძღა­ვენ, იმი­ტომ კი არა, რომ “იმე­დი­დან“ წა­მო­ვე­დი. უბ­რა­ლოდ, დიდი ხა­ნია აღარ მა­მუ­ნა­თე­ბენ. რა­ტომ? არ ვიცი, მათ ჰკი­თხეთ, ვინც მა­მუ­ნა­თებ­და.

– სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ­მა ნა­წილ­მა თქვე­ნი საქ­ცი­ე­ლი გა­კი­ცხა – მამა მო­ხუც­თა სახ­ლში რო­გორ მი­იყ­ვა­ნაო… რა­ტომ ვერ გა­გი­გეს?

– არც მინ­დო­და, რომ ვინ­მეს გა­ე­გო, უბ­რა­ლოდ, ჩვე­ნი მენ­ტა­ლი­ტე­ტის ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი რა­ღა­ცე­ბი მი­უ­ღე­ბე­ლია. ჯერ ერთი, არ გვაქვს ამის ტრა­დი­ცია, ამის გა­მოც­დი­ლე­ბა… რო­დე­საც ხარ მარ­ტო, რო­დე­საც მუ­შა­ობ და შენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი მა­მა­შე­ნის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა და მისი ჯან­მრთე­ლო­ბაც და მამა სახ­ლში მარ­ტოა და მთე­ლი დღე და­ახ­ლო­ე­ბით 200-300-ჯერ გი­რე­კავს და გე­კი­თხე­ბა, „სადა ვარ, ვინ წა­მარ­თვა სახ­ლი, ჩქა­რა მოდი, ჩამ­კე­ტეს, ხან­ძა­რია“. ხან მივ­დი­ო­დი და მარ­თლა ხან­ძა­რი ჰქონ­და, რად­გან ქვაბს ან ჩა­ი­დანს დგამ­და გაზ­ზე, ავი­წყდე­ბო­და და ის იწ­ვე­ბო­და. ძა­ლი­ან მოს­წონ­და შტეფ­სე­ლე­ბის დაშ­ლა და სა­ერ­თოდ, ყვე­ლაფრს შლი­და, აფუ­ჭებ­და. გარ­და ამი­სა, აი­ვან­ზე იდგა და ყვი­რო­და, რა­ღა­ცას ითხოვ­და. ამ დროს რთუ­ლია, რო­დე­საც მის­გან შორს ხარ, სამ­სა­ხურ­ში ხარ, ვერ აკონ­ტრო­ლებ და ეხ­მა­რე­ბი.სამ­სა­ხუ­რი­დან მას­თან რომ მივ­დი­ო­დი, ვცდი­ლობ­დი, ამეხ­სნა, რომ ის მისი სახ­ლი იყო, არა­ვის არ წა­ურ­თმე­ვია მის­თვის…