ვენესუელაში მიწისძვრას გადარჩენილმა 10 წლის ბიჭმა, რომელმაც ფეხი დაკარგა, რონალდუს სტიკერი ითხოვა – თუმცა ფეხბურთელისგან ბევრად მეტი მიიღო
ვენესუელელ ბიჭს, რომელმაც მშობლები და უფროსი ძმა დამანგრეველი მიწისძვრის დროს დაკარგა, მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა – კრიშტიანუ რონალდუს სტიკერი. თუმცა ბიჭუნამ ბევრად მეტი მიღო.
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ბავშვისთვის ვიდეო მიმართვა ჩაწერა და თამაშზე, უშუალოდ მოედანზე მიიწვია.
10 წლის ანდრეს მიელსი მარჯვენა ფეხის ამპუტაციის შემდეგ, ამ ეტაპზე კვლავ კლინიკაში რჩება.
“გამარჯობა ანდრეს, როგორ ხარ? ამ ვიდეოს იმისთვის ვიღებ, რომ ჩახუტება გამოგიგზავნო. ვიცი, რომ ჩემი დიდი გულშემატკივარი ხარ. როგორც კი თავს უკეთ იგრძნობ, მინდა, ჩემი ერთ-ერთი მატჩის სანახავად დაგპატიჟო. გამიხარდება შენი ნახვა. წარმატებებს გისურვებ, მეგობარო“, – ამბობს რონალდუ ვიდეო მიმართვაში.