“ყველას დაკვრას ყურს არ ვუგდებ, სალამურში ვინც რა ბეროს“

35

ეკა კახიანი ნინი ბადურაშვილის გარშემო აგორებულ სკანდალს ეხმაურება. რამდენიმე დღის წინ ნინიმ მაყურებელს ახალი კლიპი წარუდგინა. მან და “შვიდკაცამ” იეთიმ გურჯის ლექსზე სიმღერა “ლამაზების პრეზიდენტო” ჩაწერეს, რომლისთვისაც მუსიკა ეკა კახიანმა შექმნა.

“ყველას დაკვრას ყურს არ ვუგდებ,
სალამურში ვინც რა ბეროს!
ყველამ თავის საქმე იცის,
თუგინდ ჭრას და თუგინდ კეროს.
მე არავის ხელს არ ვუშლი,
მეც არავინ დამემტეროს;
სწორე თქმისთვის კი მზადა ვარ,
სხვასაცა ვთხოვ, არ მეფეროს!-იეთიმ გურჯი😉🤓”-წერს ეკა.