ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი ოფიციალურად დაქორწინდნენ. გრანდიოზული ცერემონია ნიუ იორკის Madison Square Garden-ში გაიმართა, რომელიც, როგორც წესი კონცერტებსა და სპორტულ ღონისძიებებს მასპინძლობს.
ღონისძიება დახურული იყო და პაპარაცებმა მხოლოდ რამდენიმე სტუმრის დააფიქსირება მოახერხა. ქორწილში იმყოფებოდნენ ბრედლი კუპერი და ჯიჯი ჰადიდი, ზოი კრავიცი, დაკოტა ჯონსონი, კამილა კაბელო, ჰიუ გრანტი, Machine Gun Kelly, ჯეისონ სუდეიკისი, კარლი კლოსი, ედ შირანი მეუღლესთან ერთად და სხვა ცნობილი სახეები. როგორც მედიაში ვარაუდობდნენ, მოწვეულთა შორის არ იყო ტეილორის ყოფილი მეგობარი, ბლეიკ ლაივლი.
პატარძლის საქორწინო ლუქის ფოტოები ჯერ კიდევ არ გამოქვეყნებულა, თუმცა ცნობილია, რომ პატარძლისა და საქმროს სამოსი Dior-მა შექმნა.
ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე წყვილმა საქველმოქმედო ფონდს 26 მილიონი დოლარი შესწირა.