“ცუდი ამბავი მაქვს, ჩემი კუჭი საკუთარ თავს ჭამს“

37

ცნო­ბილ­მა ინფლუ­ენ­სერ­მა და მი­ლი­ო­ნერ­მა ბრა­ი­ან ჯონ­სონ­მა, რო­მე­ლიც წლე­ბია სი­ბე­რეს­თან ბრძო­ლის ექ­სტრე­მა­ლუ­რი მე­თო­დე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი, სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ვი­სი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­უ­ზი­ა­რა. ჯონ­სონ­მა აღი­ა­რა, რომ მას ქრო­ნი­კუ­ლი აუ­ტო­ი­მუ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბა და­უდ­გინ­და.

ივ­ნი­სის ბო­ლოს ჯონ­სონ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მას აუ­ტო­ი­მუ­ნუ­რი გას­ტრი­ტის (AIG) დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. ეს არის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა შეც­დო­მით სა­კუ­თა­რი კუ­ჭის ლორ­წო­ვან გარსს უტევს. თა­ვად ინფლუ­ენ­სერ­მა ეს მდგო­მა­რე­ო­ბა საკ­მა­ოდ ემო­ცი­უ­რად აღ­წე­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მისი “კუჭი სა­კუ­თარ თავს ჭამს“.

ბრა­ი­ან ჯონ­სო­ნი მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი ამ­ბი­ცი­უ­რი პრო­ექ­ტით – Project Blueprint, რო­მე­ლიც 2021 წელს და­ი­წყო. მისი მი­ზა­ნია მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ა­ნე­ლოს და­ბე­რე­ბის პრო­ცე­სი, რის­თვი­საც ის ყო­ველ­დღი­უ­რად 80-ზე მეტ ბი­ო­ლო­გი­უ­რად აქ­ტი­ურ და­ნა­მატს იღებს, გა­დის ექ­სპე­რი­მენ­ტულ მკურ­ნა­ლო­ბას და იცავს უმ­კაც­რეს ცხოვ­რე­ბის წესს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა აუ­ტო­ი­მუ­ნურ გას­ტრიტს გა­ნუ­კურ­ნე­ბელ, ქრო­ნი­კულ და­ა­ვა­დე­ბად მი­იჩ­ნევს და მხო­ლოდ მისი სიმპტო­მე­ბის მარ­თვა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ჯონ­სო­ნი და­ნე­ბე­ბას არ აპი­რებს. მას უკვე ჩა­უ­ტარ­და მრა­ვალ­ჯე­რა­დი სა­მე­დი­ცი­ნო სკა­ნი­რე­ბა და რკი­ნის ინ­ფუ­ზია.

“ჩემი გუნ­დი და მე ვა­პი­რებთ, შე­ვებ­რძო­ლოთ ამ და­ა­ვა­დე­ბას. მე­დი­ცი­ნა მას გა­ნი­ხი­ლავს, რო­გორც რა­ღა­ცას, რაც უბ­რა­ლოდ უნდა მარ­თო და არა გან­კურ­ნო. ჩვენ გვინ­და ეს შევ­ცვა­ლოთ“, – აცხა­დებს ჯონ­სო­ნი.

მისი აზ­რით, ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის, მულ­ტი­ო­მი­კი­სა და დნმ-ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ეპო­ქა­ში არ­ცერ­თი მდგო­მა­რე­ო­ბა არ უნდა ჩა­ით­ვა­ლოს გა­ნუ­კურ­ნებ­ლად მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ აქამ­დე მისი გან­კურ­ნე­ბა ვე­რა­ვინ შეძ­ლო.