ცირა ელისაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
”ეს გიორგია.
გუშინ რუსთაველის 30 ნომრის მშენებლობიდან ჩამოვარდნილი 37 წლის Giorgi Kelenjeridze
მას გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციიდან ვიცნობდი. ზურაბ ოზმანოვის ჯგუფის წევრი იყო. ამ ჯგუფს უპირობოდ ვენდობი.
საოცარი ბიჭი იყო, მშვიდი, სიტყვაძუნწი, მუდამ მომღიმარი და საკუთარი საქმის ძალიან დიდი პროფესიონალი.
თბილისმა დიდი იმედი დაკარგა. ძალიან უდროო იყო მისი წასვლა. წარმოუდგენელი დანაკლისია.
ერთი, რაც ვიცი გიორგი შეცდომას არ დაუშვებდა, იმხელა გამოცდილება ჰქონდა. მშენებლობის დროს უსაფრთხოების ყველა ზომა უნდა იყოს დაცული, ასეთი ადამიანური და პროფესიული ტრაგედია რომ არ განმეორდეს.
მადლობა, გიო, თბილისისთვის და ბოდიში 🖤“
