ვინ არიან და რას საქმიანობენ მიხეილ ცაგარელის შვილები: “მე არ ვარ გადამკვდარი მამა, მაგრამ არც ცივი ვარ”

6

მიხეილ  ცაგარელის პირველი ქორწინება, რომელიც 21 წლის ასაკში შედგა, სამ წელიწადში დაინგრა, რაც მან მოგვიანებით კარმულ გაკვეთილად აღიქვა. უკვე 30 წელზე მეტია, იგი ბედნიერად ცხოვრობს მეორე მეუღლესთან, პედაგოგ ნანა ვაშაკიძესთან ერთად. მათი „კუროსა“ და „ქალწულის“ ტანდემი ჰარმონიულობითა და ურთიერთგაგებით გამოირჩევა, რაც ასტროლოგისთვის სტაბილურობისა და შინაგანი მშვიდობის მთავარი წყარო გახდა. მათ ორი შვილი, სალომე და ლევანი ჰყავთ.

„ვცდილობ, მათი თავისუფლება არ შევზღუდო. მე მაქვს ცოტა სხვანაირი პრინციპი – ზოგს მოსწონს, ზოგს – არა, ზოგი თვლის, რომ სწორია, ზოგიც -არა. მე არ ვარ გადამკვდარი მამა, მაგრამ არც ცივი ვარ, რომ არაფერი მაინტერესებდეს. ვთვლი, რომ აქაც ზომიერების მომენტია.  არ მოსწონთ, ის რაც მე მომწონდა, თავის დროზე „ბითლზებზე“ გავიზარდე, ამათთვის ეს სასაცილო იყო.  რასაც ესენი უსმენდნენ, ჩემთვის მიუღებელი იყო რეპი და ეს რაღაც მაიმუნობები, მაგრამ მე პატივი ვეცი, რაც უნდათ მოუსმინონ“, – ამბობს მიხეილ ცაგარელი.