„ყველაზე მაგარი პასუხი, რაც ამ სკამზე მომისმენია…“ – რა თქვა ჯანეტ ქერდიყოშვილმა მეუღლის გადაცემაში სტუმრობისას
ნოე სულაბერიძის საავტორო გადაცემის სტუმარი ამჯერად მისი მეუღლე, ჯანეტ ქერდიყოშვილი იყო.
გადაცემის რუბრიკის ფარგლებში, სტუმარს ტრადიციული კითხვა – „[ვინ არის] ჯანეტ ქერდიყოშვილი?“ – დაუსვეს.
„ჯანეტ ქერდიყოშვილი არის ნოე სულაბერიძის მეუღლე“ – იყო პასუხი.
პასუხს ნოე სულაბერიძის ხუმრობით ნათქვამი რეპლიკა მოჰყვა:
„ყველაზე მაგარი პასუხი, რაც ამ სკამზე მომისმენია“.
„ვიცოდი, რომ მოგეწონებოდა“, – უპასუხა ჯანეტმა.
შემდეგ, ჯანეტმა საკუთარ თავზე უფრო ვრცლად ისაუბრა:
„ჯანეტი არის ძალიან უბრალო გოგონა, რომლის მშობლები არიან აფხაზეთიდან წარმოშობით. ჯანეტი არის უშუალო გოგონა, რომელსაც, ღვთის წყალობით, დღეს აქვს ის, რაზეც ბავშვობიდან ოცნებობდა – ეს არის ჩემი ოჯახი, შენ, ჩემი ბავშვები, ეს არის ის წრე, რომელიც ჩემს ირგვლივ არის. ეს არის სამსახური. ვერ ვიტყვი, რომ ამ სამსახურზე ვოცნებობდი, მაგრამ ამ გადმოსახედიდან ვხვდები, რომ ზუსტად იქ ვარ, სადაც იყო საჭირო“, – აღნიშნა ჯანეტმა.