„რამდენიმე წუთის წინ შემატყობინეს…“ – ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს

108

მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე 28 სექტემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

„როგორც რამდენიმე წუთის წინ შემატყობინეს, გიორგი მალანიას ადვოკატმა ჩემი ჩვენება(ც) უდავოდ ცნო! რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალინდელ სასამართლო პროცესზე, არც ერთ ჩემს სიტყვას იურიდიული ძალა არ ექნება!ეშინიათ ჩემი სიტყვის იურიდიული ძალის! ამას ველოდი კიდეც! თუმცა პოზიციის დაფიქსირებისას მაინც მოუწევთ ჩემი მოსმენა!“ – წერს ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში.