“დღეიდან ჩემი ადვოკატი არც ერთი თქვენგანის უმსგავსობას არ დატოვებს უყურადღებოდ”

5

მომ­ღე­რა­ლი ნინი ქარ­სე­ლა­ძე წერს, რომ სა­მარ­თლებ­რივ გზას მი­მარ­თავს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ვინც მისი და მისი ოჯა­ხის შე­სა­ხებ შე­უ­რა­ცხმყო­ფელ, მუ­ქა­რის შემ­ცველ კო­მენ­ტა­რებს და­წერს, ან ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ავ­რცე­ლებს.

“ვინც მიც­ნობს და თვალს ადევ­ნებს ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბას, ემახ­სოვ­რე­ბა, რომ 4 წლი­დან სცე­ნა­ზე ვდგა­ვარ და ჩემი მთე­ლი შეგ­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა მი­ვუ­ძღვე­ნი ჩემს მთა­ვარ საქ­მეს – სიმ­ღე­რას და ჩემს საყ­ვა­რელ მსმე­ნელს.

ბოლო წლე­ბია, ჩემი და ჩემი ოჯა­ხის წი­ნა­აღ­მდეგ ამუ­შა­ვე­ბუ­ლია მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და­მუ­ნა­თე­ბის კამ­პა­ნია, ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი და, მათ შო­რის, მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თავს ვა­რი­დებ­დი და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ­დი, ყუ­რა­დღე­ბა არ მი­მექ­ცია მუქ­თა­ხო­რა და გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის აბ­სურ­დუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი­სა და სკაბ­რე­ზუ­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბის­თვის.

არც ახლა გა­ვირ­ჯე­ბო­დი და მო­გაც­დენ­დით ასე­თი უბ­რა­ლო ამ­ბე­ბის­თვის, რომ არა ზღვარსგა­და­სუ­ლი სის­ტე­მუ­რი კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც შორ­დე­ბა ლუ­ზე­რე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი გარ­თო­ბის ფარ­გლებს და ჩემი და ჩემი ოჯა­ხის­თვის და­მა­ზი­ა­ნე­ბელ სა­ხეს იღებს.

სი­მარ­თლე გი­თხრათ, ამ ტი­პის ადა­მი­ა­ნებ­თან არც პო­ლე­მი­კის სურ­ვი­ლი მაქვს და არც ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბე­ბის მი­ცე­მის. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, სა­მარ­თლებ­რივ გზას მივ­მარ­თოთ და ეს საქ­მე ჩემს ად­ვო­კატს მი­ვან­დო, რო­მე­ლიც დღე­ი­დან არც ერთი თქვენ­გა­ნის უმ­სგავ­სო­ბას და უტიფ­რო­ბას არ და­ტო­ვებს ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა. ამას კი იმი­ტომ ვწერ, რომ ეთი­კა არ და­ვარ­ღვიო და წი­ნას­წარ გა­გაფრ­თხი­ლოთ, რა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს თქვენს მავ­ნე აქ­ტი­ვო­ბებს”, -წერს ნინი ქარ­სე­ლა­ძე.