საქართველოს დამსახურებული არტისტი გოგი ბერიძე და მისი მეუღლე კორონავირუსით
გარდაიცვალნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში საოპერო შემსრულებელი, ცნობილი სოპრანო თამარ ივერი ავრცელებს.
,,რა თავზარდამცემი ინფორმაციაა ოპერის და კონსერვატორიის მუსიკალური წრეებისთვის. კორონავირუსით ერთმანეთის მიყოლებით, ნახევარი საათის შუალედით გარდაიცვალნენ ქართული ორკესტრის ლეგენდარული ამაგდარი მუსიკოსი გოგი ბერიძე და მისი მეუღლე. ძალიან განვიცდი. ეს ადამიანი უდიდესი დანაკლისია საქართველოს ინსტრუმენტული სფეროსი. მამას საყვარელი კოლეგა, შესანიშნავი ადამიანი და დიდი პროფესიონალი. ორმაგად მტკივნეულია რომ ვერავინ ვერ შეძლებს ასეთი ამაგდარი ადამიანის და მისი მეუღლის ბოლო გზაზე გაცილებას.
თავს გაუფრთხილდით მეგობრებო!! საფრთხე რეალურია“, – წერს თამარ ივერი სოციალურ ქსელში.