ჟურნალისტი მანანა ნოდია სოციალურ ქსელში, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძისა და მისი მეუღლის, ანა თოფურიას შესახებ პოსტს აქვეყნებს.
,,ერთ ქალაქში, ერთ უბანში ვცხოვრობდით. ჩვენი მშობლები კარგად იცნობდნენ ერთმანეთს. იმ წელს, სკოლაში რომ შევედი, თუ არ ვცდები, დამამთავრებელ კლასში იყო. ცნობილი ექიმების ერთადერთ ვაჟს, “ვუნდერკინდს” ეძახდნენ. ის, რასაც ახლა ვწერ, მისთვის არასდროს მითქვამს. არ იცის, ბავშვობიდან რომ ვიცნობ. რატომ? ცოტა სიტყვაძუნწი, ცოტა პირქუში, ცოტა… მოკლედ, “გაუცინარი ხელმწიფე” იყო. არც მე გახლავართ დიდად კომუნიკაბელური და… ეს ამბავი, დღემდე მოვიტანე. ვიცოდი, თავის სპეციალობაში ბადალი არ ჰყავდა, მაგრამ არ ვიცოდი, ასეთი დიდი გული თუ ჰქონდა! ხალხმა მიიღო, შეიყვარა, დააფასა, აღიარა! ჩვენ, სამსახურეობრივმა მოვალეობებმა დაგვაკავშირა. კი არ გვთხოვდა, მოითხოვდა – “ჯანმრთელობის” ყველა გადაცემაში შიდსზე გვესაუბრა. მაშინ, ” შიდსი” მძვინვარებდა, და “კოვიდ”-ზე ნაკლებად არ გვეშინოდა. მუდმივი რუბრიკაც კი, შემოგვთავაზა: -“ფრთხილად, შიდსი”!
მისმა თავგანწირულმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო, (ვფიქრობ, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად). ვიღას ახსოვს დღეს “შიდსი”? ასე დავივიწყებთ ამ ავად სახსენებელ სენს, მალე! დარწმუნებული ვარ, ბატონი თენგიზის გამოისობით.
უსათნოეს ქალბატონ, ანასთან თანაცხოვრება, მოგვიანებით შესდგა. “ფერი ფერსა-მადლი ღმერთსა!” ყველაზე მეტად ანა თოფურიას და თენგიზ ცერცვაძის- წყვილს მიესადაგება! ადრე ვინატრე, ბევრი ასეთი წყვილი საქართველოს!
ახლა ვნატრობ, ამ წყვილის მალე გამოჯანმრთელებას!
ბატონო თენგიზ! მე მჯერა, თქვენ ბოლომდე იბრძოლებთ, არ დანებდებით!
ბატონო თენგიზ! მე მჯერა, თქვენ გაიმარჯვებთ!
ეს – ჩვენ გვჭირდება!! “კოვიდ”-თან ბრძოლაში გამარჯვებული თენგიზ ცერცვაძე სჭირდება საქართველოს!!!
უფალს ებარებოდეთ – ქალბატონო ანა! ბატონო თენგიზ!”, – წერს მანანა ნოდია, სოციალურ ქსელში.