„ვეძებ დამხმარე ქალს, სასურველია იყოს კოვიდმოხდილი“

298

საქართველოში სამსახურების უმეტესობა დისტანციურზე გადავიდა, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, გაჩერებულია ტრანსპორტი, გვეზღუდება გადადგილება და კიდევ მრავალი სხვა შეზღუდვა დაწესებული ქვეყანაში.

სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ ჯგუფში მოქალაქემ ვაკანსია გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ოჯახში დამხმარე ქალს ეძებს, მთავარი მოთხოვნა კი არის, რომ დამხმარე კოვიდმოხდილი უნდა იყოს.

„ვეძებ ოჯახში დამხმარე ქალს, სასურველია კოვიდმოხდილი, ხელფასზე და ვალდებულებებზე გაგესაუბრებით დარეკვის შემთხვევაში“, – წერია განცხადებაში.