ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზს, რამდენიმე დღის წინ iphone 12 აჩუქეს, რასაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში.
მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოპრანო თამარ ივერი ეხმაურება, სოციალურ ქსელში ატეხილ აჟიოტაჟს, რომელიც მეუფე ნიკოლოზის მისმართით განხორციელდა.
როგროც სტატუსიდან ვგებულობთ, თამარ ივერი და მეუფე ნიკოლოზი კლასელები ყოფილან და მის შესახებ ვრცელ სტატუსს აქვეყნებს.
„ვინც მიცნობს, იცის რომ რაც არ მომწონს საერო თუ საეკლესიო ცხოვრებაში ყოველთვის ღიად ვსაუბრობ. ვიცი და მესმის ხალხის გულისტკივილი რომ ყველა მეუფე მის დონეზე არ დგას. როგორც საერო ცხოვრებაში გვყავს გამორჩეული, ღირსეული ადამიანები ან პირიქით უღირსნი…. ასევეა რელიგიის მესვეურთ შორისაც. უბრალოდ, არ შემიძლია გვერდიდან ვუყურო იმ აგორებულ ანტიპიარის შავ ტალღას, რაც მეუფე ნიკოლოზის მიმართ ხდება. ის ლამისაა ნაჩუქარი აიფონ 12 ის „მსხვერპლი და მძევალი“ გახადეს. არადა, ამ პოსტით მინდა ვთქვა რომ მეუფე ნიკოლოზს ვიცნობ ათწლეულებია.
ერთ დღეს, ჩვენს მაშინდელ 150ე საჯარო სკოლაში, (მდინარე ვერესთან) გაიღო ჩვენი კლასის კარები და ფიზიკის ახალ მასწავლებლად წარგვიდგინეს ახალგაზრდა, ნათელი სახის, დიდთვალება ბიჭი პაატა ფაჩუაშვილი. მაშინ არ ვიცი, 6 თუ მე 7კლასში თუ ვიქნებოდით. პარალელურად მასზე პედაგოგების ჩურჩულიც მესმოდა რომ სკოლაში გამორჩეულად ჭკვიანი, ნიჭიერი, მაშინდელი კამაროვის ერთ ერთი გამორჩეულ სასწავლებელ დამთავრებული ძალიან ინტელექტუალი ადამიანი მოვიდა. მოკლე ხანში მან, მანამდე ფიზიკის აქამდე უინტერესო, გაკვეთილები… ჩვენთვის სხვა პრიზმაში და რაკურსში დაგვანახა, მისი სხვა მხარეები აღმოგვაჩენინა და ძალიან შეგვაყვარა. ასევე, შეგვაყვარა მისი გაკვეთილები არა მხოლოდ ფიზიკაზე საუბრის გამო, არამედ….
ის ნახულობდა 10-15 წუთ დროს, რათა ჩვენ სხვა სფეროებშიც გავენათლებინეთ. ახალგაზრდა პაატა მასწავლებელი დაუღალავად საუბრობდა უამრავ მსოფლიო თემაზე. მან ბრწყინვალედ იცოდა კინემატოგრაფია. კინომცოდნეებზე უკეთ შეეძლო ესაუბრა ფელინის, ბერგმანის, ტრიუფოს, ძეფირელის თუ სხვა მრავალი რეჟისორების ქმნილებებზე,ვარჩევდით „ილუზიონში“ ნაჩვენებ ფილმებს.
გენიალურად იცოდა მხატვრობა, მსოფლიო სამხატვრო მიმდინარეობები…. იმპრესიონიზმი,აღორძინების ეპოქა, ნაივისტები და ა.შ უმაღლეს დონეზე იცოდა კლასიკური მუსიკა, ოპერები,ვერდი…ვაგნერი…თეატრალური სფერო…მსოფლიო ესტრადა…ჯაზი….მიმდინარეობები და რაღაქმაუნდა რელიგია და მასზე საუბრები. მას ძალიან უყვარდა ყველაფრის ფოტოგრაფირება და საუბრობდა თუ რამდენი რამეა ამ ქვეყანაზე საინტერესო, რაც ძალიან უნდოდა რომ გადაეღო აღებეჭდა და ხალხამდე მოეტანა….
თუმცა მაშინ ამის ტექნიკა ჯერ კიდევ არ იყო.
ერთი სიტყვით, ჩვენ წინაშე იყო ზეინტელექტუალური მულტიგანათლების მქონე ადამიანი,ვისი გაკვეთილებიც, მასთან დისკუსია და მსჯელობა ჩვენთვის ნამდვილი ფუფუნება გახდა. მისმა გაკვეთილებმა ჩვენ აღგვამაღლა და უკეთესები გაგვხადა. რათქმაუნდა, თავიდანვე იყვნენ კლასში ისეთი „აცვენილი ძველი bad boy ბიჭები“, ვისაც ამ საუბრების მოსმენას ქუჩაში წანწალი და „ქუჩური აკადემია“ ერჩიათ. ისინი თავიდან ძალიან სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი მისი გაკვეთილების მიმართ და „რქებით დახვდნენ“, მაგრამ ამ ადამიანის ინტელექტუალურმა ნიჭმა,დაუღალავმა საგანმანათლებლო საუბრების ტალანტმა,საოცარმა შინაგანმა სიმშვიდემ, მათ თავხედობებზე-წყენის არ გამოხატვამ,პირიქით სიკეთით გადახდამ და მათდამი კეთილგანწყობამ ბოლოს ისინიც „განაიარაღა”. ასეთად დაგვამახსოვრდა ჩვენი პირმცინარი,განათლებული პაატა მასწავლებელი ყველას და ასეთად გვემახსოვრება მუდამ.
მისი შესანიშნავი მართლმადიდებლური საუბრების შთაბეჭდილებების ქვეშ…ჩვენი ერთ ერთი კლასელი მონაზვნადაც აღიკვეცა და დღემდე ერთგულად ემსახურება მის საქმეს და არ შემცდარა მის არჩევანში.
და ახლა, ასეთ პიროვნებაზე 2-ჯერ 2 ის არ მცოდნე თავცარიელნი ღლიცინებენ თუ როგორ აჩუქეს და აქვს მას აიფონ 12. ჰოდა მოგმართავთ ფშუტარებო: დიახ, იმიტომ აჩუქეს მეუფეს აიფონი რომ უპირველესად, მან ეს მისი მრევლის და იმ ადამიანის წინაშე დაიმსახურა და მერე, ამ ტელეფონს განსაკუთრებული ფოტო და ვიდეო ობიექტივი აქვს,რითიც მეუფე დაუღალავად იღებს და იღებს საქართველოს დღემდე უცნობ ღირსშესანიშნაობებს,ისტორიულ ადგილებს,ეკლესიებს. ასევე გადის საქართველოს გარეთ და სასომხეთში, თურქეთში, აზერბაიჯანში თუ სხვა ქვეყნებში იღებს ვიდეოსიუჟეტებს იქ გაფანტული ჩვენი თანამემამულეების, საეკლესიო მოღვაწეების თუ ეკლესია-მონასტრების შესახებ. თავად მეც დამპატიჟა იაკობ ნაზიბიელზე მის მიერ ასე,მობილურით გადაღებული ვრცელი ფილმის პრეზენტაციაზე.
ყველა ამ ვიდეო და ფოტო მასალას კი ის თავის იუთუბეს არხზე დებს(ერთხელ მაინც თუ მოგიძიებიათ) და ასევე ინახავს საპატრიარქოს ფონდში…მუზეუმში.
„არა ბიჭოს”“…თურმე ის ნორმალურია რომ მარტო იმათ უნდა გქონდეთ აიფონები, ვინც დღეში სამოც სელფს იღებთ ფუტკრის ნაკბენივით გამოსიებული ბოტოქსიანი ტუჩებით ან იმათ, სუფრებზე ფეხსაცმლით რომ ისხამენ პირში ღვინოს ან აკლებული გაქვთ ფეისბუკი უაზრო ლაივებით…განურჩევლად იმისა…აინტერესებს ის ხალხს თუ არა.
აიფონ12 კი არა….ბოლო მოდელის ვიდეოკამერას უნდა ჩუქნიდეს სახელმწიფო მას! ერთხელ ასულხართ და გიკითხიათ რას საქმიანობს და რამდენ დიდ საქმეს აკეთებს ის მის ეპარქიაში?? ერთხელ გიკითხიათ თუ რას იღებს იმ აიფონით და სად დებს?
ამიტომ სანამ ადამიანს ზედაპირულად მხოლოდ ბოლო მოდელის აიფონ12 თან გააიგივებთ….მანამდე ჯერ ის გაარკვიეთ და შეისწავლეთ თუ როგორ „მოვიდა“ ის ამ აიფონ 12 მდე, რა გზა გაიარა, რამდენი ნახა, რამდენი კეთილი საქმე გააკეთა ,რამდენი გადაიღო, რამდენი ადამიანი გაანათლა და ამ ყველაფერს რომ კარგად გამოიკვლევთ…..მერე ვინძლო იქეთ ფულიც შეუგროვოთ, დიდი ვიდეოკამერაც უყიდოთ და ყველგანმავალი მანქანაც მოაყოლოთ რომ უფრო მეტის ნახვა და გაკეთება შეძლოს……ისევ საქართველოსთვის და ისევ თქვენთვის,….მხოლოდ კომპიუტერის კლავიატურებთან და მობილურის აპებში მოჩათავე „უმწიკვლო ქვისმსროლელო“ საზოგადოებავ!!!!“- წერს თამარ ივერი.