“კახი კალაძის მცირეწლოვანი შვილის ფოტოების ფრიალი ამაზრზენია! უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში შვილების ბულინგი მშობლების გამო!”
გუშინ აფრიკის დასახლებაში უკანონო ნაგებობების დემონტაჟი განხორციელდა.
სწორედ ამ ნგრევის მახლობლად მცხოვრები მამა-შვილის ფოტო გავრცელდა სოციალურ ქსელში. მიუხედავად იმისა, რომ მათ ნგრევა არ შეხებიათ, საკმაოდ მძიმე სოციალურ პირობებში უწევთ ცხოვრება.
გუშინვე, სოციალურ ქსელში მამა-შვილის ფოტოსთან ერთად ვრცელდებოდა თბილისის მერის, კახი კალაძისა და მისი ვაჟების ფოტოები.
ფაქტს ეხმაურება ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი.
ნანუკა აღნიშავს, რომ ეს საქციელი ამაზრზენი და დაუშვებელია.
“კახი კალაძის მცირეწლოვანი შვილის ფოტოების ფრიალი ამაზრზენია! უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში შვილების ბულინგი მშობლების გამო! განსაკუთრებით თუ ისინი არასრულწლოვნები არიან! კალაძის არცერთ შვილს, არაფერი დაუშავებია დღეს! დააშავა მამამ და მას მოკითხეთ!”-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, თბილისის მერი სწორედ ამ მამა-შვილს ბინას გადასცემს. ამის შესახებ კახი კალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.