“სამი წელია მართვის მოწმობა არ მაქვს” – ვახტანგ მეგრელიშვილი 2500 ლარით დაჯარიმდა (ვიდეო)
„გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი 21 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის 2000 ლარით, მართვის უფლების გარეშე გადაადგილებისთვის კი 500 ლარით დააჯარიმეს.
მეგრელიშვილი Facebook-ის პირდაპირ ეთერში ჰყვება, რომ ის ტელევიზია „კავკასიის“ გადაცემიდან ბრუნდებოდა, 9 საათის შემდეგ გადაადგილებისთვის კი სპეციალური ნებართვა არასდროს აუღია. არც – ამჯერად.