„ძალიან გამათბო თქვენმა კომენტარებმა. განასკუთრებით მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ხათუნას ლოცავთ და აძლიერებთ!“

244

ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, თუ როგორი ბედნიერია საკუთარი ოჯახით და ასევე მადლიერებას გამოთქვამს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მისი ოჯახის მისამართით კეთილ სიტყვებს არ იშურებენ.

„ბედნიერი ვარ, რომ მყავს ასეთი ოჯახი! მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის, რაც ცხოვრებაში მომცა და მადლობა ხათუნასთვის, ანასტასიასთვის, ნინისთვის, ჩემი ძმებისთვის, ხალხის სიყვარულისთვის!

ახლა ვნახე და ძალიან გამათბო თქვენმა კომენტარებმა. განასკუთრებით მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ხათუნას ლოცავთ და აძლიერებთ! ღმერთმა გააძლიეროს თქვენი ოჯახები და დაიფაროს! კაცი მაშინ არის ბედნიერი, როცა მას ასეთი ძლიერი ოჯახი ჰყავს! მიყვარხართ ❤️ხათუნა, ყველაფერი კარგად იქნება! ამინ“.